საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87769

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მუხრანის ახლოს გაძარცვეს სოსია მელაძე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ვლადიმერ ჩაგანავა, რომელიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა თავის მოვალეობას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთ-ერთ სოფელში ერთკლასიანი სკოლის შენობის შეკეთება საკუთარ თავზე აიღო ლაილაშელმა ვაჭარმა ბერუჩოვმა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, 1888 წლის 25 იანვარს ქალაქ გორში ორთქლის მატარებელმა იმსხვერპლა გლეხი გიგო დუდაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, კავკასიის საერო განათლების მზრუნველი პეტრე იანოვსკი იმერეთში გაემგზავრა სკოლების დასათვალიერებლად.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 დეკემბერს ერთი ქალაქელი კინტოებთან ერთად ქურდობის მიზნით თავს დაესხა ერთ-ერთი მარტყოფელის სახლს, დაპირისპირების დროს სახლის პატრონის ძმამ გვერდში ხანჯლით დაჭრა მიხეილ ფურცელაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ილორის ეკლესიის მღვდელ ივანე გრიგოლიას სამრევლო სკოლის დაარსება სურდა, რომლის სასარგებლოდ მოსახლეობის მიერ გაღებულ თანხას დიაკვანი თომა დუნდუა აგროვებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 თებერვალს დანიშნულია ნატო გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არხეოგრაფიის კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს კობიაკოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ალექსანდრე ნიჯარაძემ მოიწვია თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რათა ერთად გადაეწყვიტათ თუ როგორ დახმარებოდნენ გიმნაზიას პარალელური კლასების გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა სწავლება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ოდესაში მყოფი ღარიბი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის შემოსავლისა და ხარჯის ცნობები გადასცა ი. დ. ჩხეიძისამ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ წარმოადგინა ოდესაში მყოფი ქართველი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის შემოსავალი, რომელიც ჯამში იყო 431 მანეთი, აქედან 300 მანეთი ოდესის უნივერსიტეტის რექტორს გაუგზავნეს, რათა სტუდენტებისთვის გადაეცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ წარმოადგინა ოდესაში მყოფი ქართველი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის ხარჯი: თეატრის ქირა – 40 მანეთი, ტანსაცმელი – 16 მანეთი, ტელეგრამა ოდესაში – 2 მანეთი და 5 კაპიკი, ტელეგრამა ქუთაისში – 80 კაპიკი, მედროგე და ფაეტონები – 4 მანეთი და 30 კაპიკი, მუყაო, ძაფი და სხვ. – 60 კაპიკი, სკამების გადაზიდვა – 50 კაპიკი, ლურსმნები – 5 კაპიკი, მუშები – 2 მანეთი, სკამები ქირა – 5 მანეთი, 3 დამხმარე – 5 მანეთი, ავეჯის გადაზიდვა – 95 კაპიკი, აფიშები და ბილეთები – 14 მანეთი და 35 კაპიკი, მესაზანდრეები – 15 მანეთი, პიესის გადასაწერი – 5 მანეთი, 10 სოკეტი – 1 მანეთი და 20 კაპიკი, ლეიბები – 4 მანეთი, პარიკმახერი – 5 მანეთი, მემუსიკეები – 8 მანეთი, სულ – 131 მანეთი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ წარმოადგინა ოდესაში მყოფი ქართველი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართულ წარმოდგენაში მონაწილე პირები: პ. მიქელაძისა, დ. გაბაევისა, ყიფიანისა. ეს მსახიობები წარმოდგენის ორგანიზებაშიც ეხმარებოდნენ ხელმძღვანელებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ მადლობა გადაუხადა იულია დავითის ასულ ჩხეიძეს ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნა, რომ ჩხეიძემ კარგად შეასრულა თავისი როლი სპექტაკლში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად ბათუმში უკეთესი პიესის არქონის გამო წარმოადგინეს სამმოქმედებიანი გადმოკეთებული კომედია „ფერი ფერს და მადლი ღმერთს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ საკუთრების საკითხების მოუგვარებლობა მძიმე ტვირთად დააწვა მიწათმფლობელობას და მასზე დამოკიდებულ მრეწველობას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ოდესაში მყოფი ღარიბ სტუდენტთა დასახმარებლად ბათუმში გამართული წარმოდგენის ბილეთები საზოგადოებამ შეიძინა არა არტისტების ან კარგი პიესის სანახავად, არამედ ღარიბი მოძმეების დახმარების სურვილის გამო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ბათუმში ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად ერთგუნდად და დიდი შემართებით იმუშავა რამდენიმე პირმა წარმოდგენის გასამართად. წარმოდგენაზე დასწრების ბევრი მსურველი აღმოჩნდა და ბილეთების გაყიდვას ვერ აუდიოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტს კოსტა ყაზარაშვილის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვიდა მადათ პეტროსიანი, რომელმაც თავის სიტყვაში გულისტკივილი გამოთქვა გარდაცვლილის ნაადრევად სიკვდილის გამო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტს კოსტა ყაზარაშვილის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვიდა ივანე ყანჩაველი, რომელმაც გულისტკივილი გამოთქვა და აღნიშნა გარდაცვლილის კეთილსინდისიერება და დაუღალავი შრომა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოსტა ყაზარაშვილმა დაასრულა თბილისის სახელოსნო სასწავლებელი ნახევარის წლის წინ პირველი ხარისხით. მას სწავლის დამთავრებისას საჩუქრები გადასცეს.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 9 მარტს დაკრძალეს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლე კოსტა ყაზარაშვილი. დაკრძალვაზე გარდაცვლილს პატივი მიაგეს და სიტყვით გამოვიდნენ სომეხი, რუსი და ქართველი მოსწავლე-მასწავლებლები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტს ქართული დრამატული დასის არტისტი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი არწუნისეულ თეატრში გამართავდა სალიტერატურო საღამოს და სიმღერები უმეტესად რუსულ ენაზე გაიჟღერებდა.