საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87769

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სმირნოვი-ლისოგორსკი იყო ექიმი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე იყო ექიმი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მარტს საექიმო საზოგადოების კრებაზე მოხსენებას წაიკითხავდა სმირნოვი-ლისოგორსკი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ერთი ღამე საწირეში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მარტს საექიმო საზოგადოების კრებაზე მოხსენებას წაიკითხავდა ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე ჩითახოვის წყაროს ქიმიური ანალიზის შესახებ. წყარო ავლაბარში მდებარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკი პატარა გოგონებისთვის აარსებდა „საყმაწვილო ბაღს“ და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათი საათიდან ორ საათამდე.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „Новое Обозрение-ში“ დაბეჭდილი ახალი ამბავი, რომ თბილისის მიხეილის სამკურნალოში ცხენის სენით ქოთოთი გარდაიცვალა ამიერკავკასიის გზის მოხელე დ. კაჟინსკი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ში“ დაბეჭდილი სასამართლოში საკუთრების გამიჯვნის პროცედურები: საკუთრების გაყოფის განყოფილების წევრი სადავო საქმის შემოწმების შემდეგ სასამართლოს უბრუნებდა საქმეს და იქ რჩებოდა მანამ, სანამ სასამართლო არ დანიშნავდა სისხლის საქმეების განხილვის სესიას. ეს პროცედურები ძალიან გრძელი იყო და ბევრ დროს მოითხოვდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკიმ დაასრულა ფრებელის პედაგოგიური კურსები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკაიას მიერ დაარსებული საყმაწვილო ბაღი და დაწყებითი სკოლა პანსიონითურთ მდებარებდა ველიამონოვის ქუჩაზე, თ. ამატუნის სახლში, ქვედა სართულზე, იქვე იყო საყმაწვილო ბიბლიოთეკა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის „შარდენი საქართველშის“ VII ნაწილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონის „შთაბეჭდილებანის“ (ფშავლების ცხოვრებიდან) III, IV და V ნაწილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით. დ. კაჟინსკი იყო ამიერკავკასიის გზის მოხელე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ საკუთრების დადგენის საკითხები ნელ-ნელა გვარდებოდა ქვეყანაში.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ საკუთრების დაცვისა და გაყოფის საკითხებს ყურადღება მიაქცია ჟურნალმა „Юридическое Обозрение-მ“, რომელმაც გამოაქვეყნა სასამართლოში საკუთრების გაყოფის პროცედურები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ს“ რჩევები საკუთრების გაყოფის საკითხთან დაკავშირებით, რომ სასამართლოებში საკუთრების გაყოფის ცალკე განყოფილების დაარსების შემთხვევაში ამ განყოფილებას დამოუკიდებლად უნდა ეწარმოებინა საქმეები, როგორიც იყო მამულის შემოწმება, გამოძიება და სხვ. ჭავჭავაძის აზრით, ეს რჩევები საკუთრების საქმეების მოგვარებას დააჩქარებდა და სასიკეთო შედეგს მოიტანდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ს“ რჩევები საკუთრების გაყოფის საკითხთან დაკავშირებით, რომ სასამართლოებში უნდა დაარსებულიყო საკუთრების გაყოფის ცალკე განყოფილება, რომელსაც ეყოლებოდა ორი წევრი და მათ შეუერთებოდა ერთი პირი სამოქალაქო სასამართლოდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ მემამულე საკუთრების გასარჩევად თუ საქმეს აღძრავდა მას ყველა ედავებოდა, ისიც კი, ვისაც არანაირი სადავო არ ჰქონდა. საკუთრების კანონის არარსებობის გამო მემამულე ძალიან ბრკოლდებოდა და მისი საქმეებიც.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ მთავრობა დიდი ხნის წინ მიხვდა, თუ რაოდენ ცუდი იყო ქვეყანაში საკუთრების არარსებობა. მოქალაქეებმა არ იცოდნენ რას ნიშნავდა საკუთრება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში საკუთრების საკითხების მოგვარება მრეწველობის საქმეებს წინ წაწევდა და განავითარებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ მთავრობა შეუდგა ქვეყანაში მოეწესრიგებინა საკუთრების არსებობის საკითხები. საკუთრების ცნება ყველა მოქალაქისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. მთავრობის ამ წამოწყებას ყველა სიხარულით შეეგება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში მიწის საკუთრების არარსებობა იწვევდა ქაოსს. მიწის გამო უამრავი უსიამოვნება მომხდარა ადამიანებს შორის და ხშირად დანაშაულიც კი ჩაუდენიათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიწის, როგორც საკუთრების, საკითხებს ქვეყანაში, რადგან მათ გარეშე მიწათმოქმედების საქმეების წარმართვა შეუძლებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ საქართველო მიწათმოქმედი ქვეყანა იყო.