საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93604

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ლევან მაღალაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1909 წლებში კირილე ქუთათელაძე ვილნოს (ვილნიუსის) სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად მსახურობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს კირილე ქუთათელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1907 წლებში კონსტანტინე გელოვანი ყუბანის მე-7 პლასტუნთა ბატალიონში მსახურობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს კონსტანტინე გელოვანს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაშვილი თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში სწავლობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში და მსახურობდა სამარის 147-ე ქვეით და თბილისის გრენადერთა პოლკებში.

1904

ტიპი: განათლება

1904 წელს ლეო კერესელიძე ჩაირიცხა ჟენევის საინჟინრო სასწავლებელში.

1904

ტიპი: ღონისძიება

ლეო კერესელიძე 1904 წლიდანვე დაუკავშირდა პარიზში მოქმედ ქართველ მებრძოლ ნაციონალისტთა ჯგუფს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ირაკლი ვეზირიშვილს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ალექსანდრე მაჭავარიანმა შტაბს-როტმისტრის სამხედრო წოდება მიიღო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1915 წლებში არკადი მიქაშავიძე მსახურობდა სასაზღვრო უწყებაში, ამურისიქითა სამხედრო ოლქში.

1904

ტიპი: ღონისძიება

არკადი მიქაშავიძე მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლიდან გიორგი სუმბათაშვილს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში, ომის მსვლელობისას გიორგი სუმბათაშვილი არაერთხელ დაიჭრა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ევგენი იმნაძე მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ალექსანდრე ლიონიძეს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1908 წლებში ვასილ გაბაშვილი ყურინის 79-ე ქვეით პოლკს ხელმძღვანელობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-6 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 6 იანვარს ანდრია ბენაშვილს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 10 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიგო მიხეილის ძე წულუკიძემ საზოგადოების წიგნის მაღაზიის აგენტად დანიშვნა ითხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 17 იანვარს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 27 იანვარს იასონ ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.