საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81196

1861

ტიპი: ორგანიზაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძე ცდილობდა, დაეარსებინა ლიტერატურული საზოგადოება, რომლის მიზანი ხალხში ქართული წერა-კითხვისა და წიგნების გავრცელება იქნებოდა, მაგრამ ნებართვის მიღება გაუჭირდა.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისიდან ყვარელში გაემგზავრა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის სასწავლებლიდან გარიცხეს და მისცეს მოწმობა,რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ გადაიხადა 3000 მანეთი ვალი, რომელიც მის ოჯახს გრიგოლ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ დარჩა.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატიის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“ საპასუხოდ ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა ბარბარე ერისთავი ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის წერილები.

1861

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდამჭერთა ორი წერილი, ორივე „თერგდალეულის“ ხელმოწერით – კირილე ლორთქიფანიძის „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ექვთიმე წერეთლისა“ და სამსონ აბაშიძის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ".

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო ნიკო ღოღობერიძის ბარათი, რომელშიც ის წერდა, რომ სტუდენტები გამოცდების შემდეგ დაიწყებდნენ ანბანის შედგენაზე მუშაობას და თავდაპირველად წიგნის 2000-იანი ტირაჟით გამოცემას სთავაზობდა.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ღოღობერიძეს პეტერბურგში გაუგზავნა წერილი იმის შესახებ, რომ მას და მის თანამოაზრეებს ხალხის განათლების ასამაღლებლად სკოლის გახსნა და სახელმძღვანელოების გამოცემა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რისთვისაც თავდაპირველად ანბანის შესასწავლი წიგნის დაბეჭდვას აპირებდნენ.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში სწავლობდა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ჩატარებულ თავადაზნაურობის კრებაზე ბანკის წესდების შემმუშავებელმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძეს დააკისრა ფუნქციები ზედამხედველი კომიტეტისა, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა ბანკის დაარსება. ასევე აირჩიეს ბანკის მმართველად და მიანდეს დირექტორების დასახელება. ილიამ დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი აირჩია.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-93 წლებში გაბრიელ მოსეს ძე მახარაშვილი სოფ. ახალსოფლის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-69 წლებში გერასიმე ნიკოლოზის ძე ხუსკივაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-1863 წლებში ქრისტეფორე გიორგის ძე შავლაძე თლუ­ღის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს სვიმონ იოანეს ძე ჭირაქაძე გელათის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-93 წლებში ვასილ იოანეს ძე დარახველიძე სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-95 წლებში ალექსანდრე ოქროპირის ძე არსენიშვილი სოფ. დაბაძვლის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: ღონისძიება

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ საუნივერსიტეტო არეულობის გამო თავი მიანება პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლას.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს მიხეილ იოვანეს ძე რეხვიაშვილი უწე­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-1892 წლებში კირილე ზაქარიას ძე მეტრეველი უწე­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-1867 წლებში გრიგოლ იოვანეს ძე კერესელიძე სა­კა­ოს წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-1894 წლებში მოსე გიორგის ძე კიკვაძე ზნაკ­ვის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-1864 წლებში სიმონ ნიკოლოზის ძე ახვლედიანი სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-68 წლებში გერასიმე ონოფრეს ძე ნადირაძე სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს გიორგი გაბრიელის ძე ბრეგვაძე სოფ. ზოდის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.