საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90446

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მშობლიურ მაკვანეთში დაბრუნებულ თედო კიკვაძეს მთავრობა იქაც არ ასვენებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, თედო კიკვაძის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფო დუმის მეორე არჩევნები დანიშნეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, როცა მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თედო კიკვაძე მშობლიურ სოფ. მაკვანეთში დაბრუნდა, გურიას გენერალი ტოლმაჩოვი აკონტროლებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძემ მოულოდნელად ბარათი მიიღო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძისგან. ნაკაშიძე კიკვაძეს მასთან დაუყოვნებლივ ჩასვლას თხოვდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძე ზვანში გამოიძახა იქაური პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძემ და უთხრა, რომ სტრაჟნიკთა ურიადნიკ ივანე ნინიძეს ტერორისტთა ხელმძღვანელად ის ჰყავდა დასახელებული. გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მისი დაჭერა, ღამით ციხეში გაგზავნა და გზაში მოკვლა იგეგმებოდა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ამნისტიამ სილიბისტრო ჯიბლაძე შესაძლებლობა მისცა, გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ პოლიცილებმა მოკლეს ნიჭიერი სტუდენტი იცკა რიჟინაშვილი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ დაიწყო თეთრი ტერორი და პარმენ ჭიჭინაძე იძულებული გახდა, ქუთაისიდან თბილისში გადასახლებულიყო და იქ განეგრძო მუშაობა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რუსეთში გადასახლებული პარმენ ჭიჭინაძე სამშობლოში გამოიპარა და არალეგალურად დაიწყო მუშაობა, ხოლო მანიფესტის შემდეგ ისევ ლეგალურ ასპარეზზე გამოვიდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციურ სამხედრო შტაბში მუშაობდნენ გრიგოლ ლორთქიფანიძე, კოლია ქარცივაძე, კოწია სულაქველიძე, დავით ქავთარაძე (უცხოეთში გარდაიცვალა), ზაქარია გურული, ნოე ჩხიკვაძე და სხვ.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, მიხაილოვის ქუჩა N 149-ში, ი. ა. გოკიელოვი იღებდა კანისა და ვენსნეულებათა, შინაგანი ორგანოების და ნერვოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს დილის 9-12 და საღამოს 5-8 საათამდე.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ვ. გრ. სობოლევსკი დავით გედევანიშვილის კლინიკაში ქირურგ-ორთოპედად მუშაობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ტ. ს. დავიდოვი იყო დავით გედევანიშვილის კლინიკის ექიმი- პედიატრი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცელის" მიხედვით, ქუთაისში, კბილის ექიმი დავით ს. რიჟინაშვილი ვორონცოვის ქუჩაზე, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პირდაპირ გადავიდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით ექიმი-სტომატოლოგი გ. მ. იოხვედი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N 108, გერმანული ტაძრის პირდაპირ იღებდა. ხელმოკლეებს შეღავათიან ფასში მკურნალობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი ვენეროლოგი გ. ა. გედალინი პაციენტებს მარტიროსიანცის სახლში, ალექსანდროვის სამლოცველოს პირდაპირ, მადათოვის ქ. N15-ში იღებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ლ. მ. მონინი დ. ა. გედევანიშვილის სახელობის თბილისის სამკურნალო დაწესებულებაში ბებიაქალად მუშაობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი - თერაპევტი, პედიატრი, ლაბორანტი და ნერვოლოგი ა. ნ. თეთრაძე პაციენტებს სასამართლოს ქუჩა N 24-ში იღებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი-თერაპევტი, ვენეროლოგი, ს. ი. ბეგიშვილი პაციენტებს სმეკალოვის ქუჩაზე, ვარძელოვის სახლში, იღებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მ. პ. კიმონტი ქირურგი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაბუსოვი ექიმი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტატიანა ტერეშენკომ, სიმონ ბრუიძემ, მიხეილ ბრუიძემ, გრიგოლ გოგსაძემ და თედორე პროხოროვმა ნაძალადევში მიწები მიითვისეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მარიამ ხეიძე ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე თედელურმა დავით კუპრაშვილის სახლი გაძარცვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 იანვრის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ივანე თედელურმა კარტაშევისთვის მოპარული ქურთუკი სერგო მირზოევს მიჰყიდა.