რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის შვილმა, ირაკლი თოიძემ გამოფენაზე ჯილდო მიიღო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ პიატიგორსკში საზოგადოებრივი ბანკის გახსნის შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 25 ივლისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თბილისის უპოვართა სახლის წესდება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის პირველ ივნისს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კავკასიის გრენადერთა ბრიგადაში შემავალი საარტილერიო პარკები N 19-20-21 გარდაიქმნა კავკასიის საარტილერიო პარკებად N 1-2-3.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 17 მაისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ბორჯომის, აბასთუმნისა და ურავის მინერალური წყლების მართვის განრიგი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 9 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების წესდება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 5 აპრილს გამოვიდა რუსეთის დიდი მთავრისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულება ქალაქ თბილისში ხელოსანთა საამქროების გახსნის შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 14 მარტს მისი საიმპერატორო უდიდებულესობა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ დამტკიცებულ იქნა ეკატერინოდარის საზოგადოებრივი კრების წესდება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის მარტში კავკასიაში ჩამოვიდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობა, დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი (უფროსი).
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 8 იანვარს რუსეთის დიდმა მთავარმა, კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა დაამტკიცა თბილისის არტისტული წრის წესდება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 10 იანვარს რუსეთის დიდი მთავრისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ დამტკიცებულ იქნა ელიზავეტპოლის საზოგადოებრივი კრების წესდება.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 2 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება იმ წლის პირველი სექტემბრიდან ქალაქ თბილისში იუნკერთა სასაწავლებლის გახსნის შესახებ.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ამიერ და იმიერ კავკასიაში ციხეებზე საგანგებო ზრუნვის დაწესების შესახებ.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 21 ივლისს სოფელ სოუქსუში აფხაზების მიერ მოწყობილი აჯანყების დროს მოკლულ იქნა ჩინოვნიკი ჩერეპოვი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო პოლკოვნიკი კანიარი.
1866
ტიპი: გარდაცვალება
1866 წლის 21 ივლისს სოფელ სოუქსუში აფხაზების მიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად მოკლულ იქნა სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი კანიარი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 23 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ თბილისში კავკასიის სასწავლო ასეულის ჩამოყალიბების შესახებ.
1860
ტიპი: ღონისძიება
1860 წლის 10 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება დაღესტნის ოლქის შექმნის შესახებ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 19 თებერავალს კავკასიაში ჩამოვიდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობა ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 11 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ თბილისში საქალაქო სამმართველოს გახსნის შესახებ.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 15 მაისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება იმიერ და ამიერ კავკასიაში სასწავლო განყოფილების გახსნის შესახებ.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 17 სექტემბერს მთავარეპისკოპოსი გევორქი სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 29 ნოემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულება სტავროპოლის გუბერნიის ქალაქ მოზდოკის თერგის ოლქში გადასვლის შესახებ. ამით მოზდოკში მცხოვრები ქართველები და სომხები შეინარჩუნებდნენ უფლებას გაეგზავნათ სამშობლოში ფული, რომელსაც სამხედრო მსახურების დროს იღებდნენ.

