რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ნოემბერში მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა კავკასიის ერების დელეგაციის წევრთა შორის საქართველოს მხრიდან ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი ჟურული შეიყვანა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ნოემბერში დიმიტრი სოლსკის ნაცვლად გრაფმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა შეადგინა სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე დამსწრე კავკასიის ერების დელეგატთა სია.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენების მიხედვით, 1904 წლის წლიური ანგარიში სწორად იყო შედგენილი. შემოსავალ-გასავლის ნუსხაც აღრიცხული იყო იმ დავთრების თანახმად, რომელსაც გამგეობა აწარმოებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენების მიხედვით, გამგეობის მიერ ნაანგარიშევი ნაღდი ფული და სარგებლიანი ქაღალდები უკლებლივ ინახებოდა ბანკებში. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 ნოემბერს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა ილია ჭავჭავაძე თბილისში სტუმრად პირადად დაპატიჟა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 28 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში წასასვლელად კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მოწმობა მიიღო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძე მდივნის თანამდებობაზე მიიწვიეს ახლად დაარსებულ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთში „სხივი“.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ხეთის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პეტრე კრაველოვს რკინიგზის სადგურზე მუშაობის დროს ფეხზე რკინა დაეცა და დაშავდა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3 საპატიო და 180 ნამდვილი წევრი დაემატა, 2 ნამდვილი წევრი კი გამოაკლდა. საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად მარიის სასახლეში გამოცხადებულიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 დეკემბერს პეტერბურგში მივლინებით წასულმა ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო კანცელარიიდან მიიღო შეტყობინება, რომ 20 დეკემბერს მარიის სასახლეში დიმიტრი სოლსკისთან შესახვედრად უნდა მისულიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 დეკემბერს თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობის წინ, დავრიშევი, ყანჩელი და ანჯაფარიძე თავს დაესხნენ პოლიციის უფროს მარტინოვს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 20 დეკემბერს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი სერგო ათანასეს ძე კალაძე გარდაიცვალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 დეკემბერს რუსეთის იმპერიის მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველმა ნოლდემ პეტერბურგში მივლინებით ჩასულ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, რომ 24 დეკემბერს დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დასწრებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 დეკემბერს, დღის პირველ საათზე, ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში დიმიტრი სოლსკის კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარის დეპუტატთა არჩევის წესები განიხილეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 30 დეკემბერს ყვირილის ხაზინიდან სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის მონაწილეობით 200 000 მანეთი გაიტაცეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს იოსებ აბაკელია ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალური ორგანოს წევრად აირჩიეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-1913 წლებში კონსტანტინე აფხაზი თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი იყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და თანამშრომლობა გაზეთ „სხივთან“ დაიწყო. გაზეთის რედაქტორები ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე იყვნენ.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს, მას შემდეგ რაც ჩავარდა ავლაბრის ტიპოგრაფია, გაზეთ „სხივის“ რედაქციაც გაჩხრიკეს და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იქ მყოფ სხვა პირებთან ერთად დააპატიმრეს.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წელს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ვასილ წერეთელი სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და გაზეთ „ჩერნომორსკი გოლოსთან“ თანამშრომლობის გამო ბათუმიდან გადაასახლეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
მთავარი საწყობის ათისთავი ლუკა ელბაქიძე 1906 წლის 1-ლ იანვარს პოლიტიკურ გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან. 1906 წლის 27 მაისს დააბრუნეს, 1907 წლის 5 ივნისს ისევ გაათავისუფლეს დაპატიმრების გამო და ჟანდარმერიის პოლიციის განკარგულების თანახმად კავკასიის ფარგლებს გარეთ გადაასახლეს. გადატრიალების შემდეგ ისევ მიიღეს სამსახურში 1917 წლის 6 დეკემბერს.

