რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს კ. ტატიშვილისა და პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ხონში.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს 32 წლის ასაკში შიო ჩიტაძე ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს თბილისის გიმნაზიის გამგედ დაინიშნა კომერციული სასწავლებლის პედაგოგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებიდან შემდეგ საფეხურზე სულ გადავიდა 71 მოსწავლე, სწავლა დაამთავრა – 24-მა, იმავე განყოფილებაში დარჩა – 27. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებაში თავადის წოდების სულ იყო 71 მოსწავლე, გლეხი – 50, მართლმადიდებელი – 109, 10 წლამდე ასაკის – 97, 15 წლამდე ასაკის – 24. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ბათუმის სკოლის ოთხივე განყოფილებაში სულ იყო 4 თავადის წოდების მოსწავლე, აზნაური – 12, სასულიერო – 5, ვაჭარი, ხელოსანი – 25, გლეხი – 53, მართლმადიდებელი – 87, კათოლიკე – 4, გრიგორიანი – 1, მუსულმანი – 7, 10 წლამდე – 80, 15 წლამდე – 17, 15 წლის ზემოთ – 2. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის ქონებას შეადგენდა: სახელმძღვანელო 43 ცალი, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 1649, მასწავლებლების წიგნები – 194, სხვა სასწავლო ნივთები – 144, სულ – 2030. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის შემოსავალი იყო: საწევრო ფული 528 მანეთი, სწავლის გადასახადი – 114 მანეთი, ქალაქის თვითმმართველობისაგან შემოსული თანხა – 500 მანეთი, საღამოს, კონცერტების თანხა – 3149 მანეთი და 58 კაპიკი, შემოწირულობა – 6 მანეთი და 80 კაპიკი, აღებული ვალი – 700 მანეთი, სულ – 4998 მანეთი და 38 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის გასავალი იყო: სკოლის შენობის ქირა 2961 მანეთი და 75 კაპიკი, ავეჯი – 12 მანეთი და 40 კაპიკი, დაზღვევა – 328 მანეთი, განათება და გათბობა – 140 მანეთი, ექიმი და წამალი – 717 მანეთი და 33 კაპიკი, სულ – 4159 მანეთი და 48 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

