საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით იოსების ძე თავდიდიშვილსა და ფარსადან იაგორის ძე ავსარქისოვს გადასახდელი ჰქონდათ 8130 მანეთი და 78 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ელისაბედ სიმონის ასულ ჩარექოვს გადასახდელი ჰქონდა 2170 მანეთი და 53 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სოლომონ ნიკოლოზის ძე ღულაძეს, სამსონ, სპირიდონ, ალექსანდრე და სიმონ კონსტანტინეს ძე ღულაძეებს გადასახდელი ჰქონდათ 3035 მანეთი და 53 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებს და ვასილ სიმონის ძე წერეთელს გადასახდელი ჰქონდათ 2217 მანეთი და 56 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მამუკა კოსტას ძე თურქიას 6 487 მანეთი და 84 კაპიკი ჰქონდა გადასახდელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს გადასახდელი ჰქონდა 3975 მანეთი და 21 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიგო მახარობელის ძე ვარდანაშვილს გადასახდელი ჰქონდა 417 მანეთი და 89 კაპიკი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ქაჩუა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი რედაქციის მიმართ, რომლითაც ის მიმართავს მკითხველს და ატყობინებს, რომ მისი მოთხრობა „ღამის მეხრე ცეცო“, რომელიც 1887 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა დამახინჯებული იყო და მკითხველს გაუჭირდებოდა შინაარსის სწორად აღქმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მეურნეს“ ცნობით სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯით დაებეჭდათ ილია წინამძღვრიშვილის მიერ შედგენილი წიგნი ვაზის მოშენებაზე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით პავლე ივანეს ძე რაევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 6 იანვარს წყალკურთხევა იყო მტკვარზე. ქაშუეთის ეკლესიაში წირვა ეგზარქოსმა პალადიმ ჩაატრა და მდაბიო ხალხსაც დართო ნება შესულიყვნენ ეკლესიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით სპირიდონ ივანეს ძე ჯაბადარი აუწყებს ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ დილის 11 საათზე წმ. მარინეს ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი მისი გარდაცვლილი შვილის ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჯაბადარის სულის მოსახსენიებლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი სამსახურის საქმეების გამო გაემგზავრა თბილისიდან პეტერბურგში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 იანვარს ქართულ თეატრში წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატალია ცაგარელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი შექსპირის „ჰამლეტი“, რომლის ფასი ექვსი შაური იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობა „ღამის მეხრე ცეცო“, გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ლექსი, რომელიც საქართველოს კალენდრის შემდგენელს ვალერიან გუნიას მიუძღვნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლისადმი მიძღვნილი ლექსი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი ოპერეტა-ვოდევილი „ბიძიასთან გამოხუმრება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ზღაპარი ყმაწვილებისათვის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის პიესა „ერთი უბედურთაგანი“ დასასრული.