რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პივოვაროვი იყო სახლის მფლობელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამირხანოვი იყო თბილისის გამგეობის რწმუნებული, ნაფიცი ვექილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქ. თბილისის გამგეობის რწმუნებულის ნაფიცი ვექილის გეფშტეინის საჩივარს თბილისის ოლქის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის გამგეობის 1918 წლის 19 თებერვლის განკარგულება სამსონ სარიბეგოვის მიერ იჯარით აღებული გაბაევის სახლის რეკვიზიციის შესახებ, საბურთალოს კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების საჭიროებისთვის.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანასტასია გიორგის ასულ კერესელიძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში მდებარე სახნავი, სათიბი, საბოსტნე ადგილები, ვენახი, შენობა, 134 დესეტინა და 130 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინა ზურაბის ასულ პავლენოვისას დავალიანება ჰქონდა 4126 მანეთი და 50 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნინა ზურაბის ასულ პავლენოვისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და დუშეთის მაზრაში, სოფელ საშაბუროში მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 299 დესეტინა და 840 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში თამარა ალექსანდრეს ასულ დოდაევს დავალიანება ჰქონდა 6184 მანეთი და 77 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ილია, ნიკო და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვებს დავალიანება ჰქონდათ 3120 მანეთი და 17 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თამარა ალექსანდრეს ასულ დოდაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, ახშაანში მდებარე სახნავი მიწები, 308 დესეტინა და 660 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ გივის ძე ამილახვარს დავალიანება ჰქონდა 10 272 მანეთი და 29 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ გივის ძე ამილახვარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, ქვემო და ზემო სობისში, ღდულეთში მდებარე სახნავ-სათიბი ადგილები, 252 დესეტინა და 235 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ილია, ნიკო და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, ქვემო ნიჩბისსა და სასხორში მდებარე სახნავი, საბოსტნე ადგილები, 53 დესეტინა და 1555 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე თეიმურაზის ძე ამილახვარს დავალიანება ჰქონდა 6234 მანეთი და 89 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე თეიმურაზის ძე ამილახვარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, ქვემო სობისსა და ღდულეთში მდებარე სახნავი მიწები, 146 დესეტინა და 2140 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით მახარაძე იყო მომჩივანი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თონეთის მაზრაში, ჭავჭავაძეების მამულში მდებარე სახნავი ადგილები, 669 დესეტინა და 1912 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნატალია გიორგის ასულ ჩიკვაიძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თელავის მაზრაში მდებარე ვენახი, საცხოვრებელი ადგილები, 5 დესეტინა და 1680 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ბრიტანეთ-კავკასიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „ბრიკატოს“ გამგეობის თავმჯდომარე ა. ი. გრეჟებინი აცხადებდა, რომ ამხანაგობამ განაახლა თავისი მუშაობა დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაში. ამხანაგობის გამგეობა მდებარეობდა ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩა N 18; ფილიალები: თბილისში, პირაგოვის ქუჩა N 6, ბაქოში, კრასნოვოდსკაი N 7.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოფიო გაბრიელის ასულ ნათიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა დუშეთის მაზრაში მდებარე 2 დესეტინა და 100 ოთხკუთხი საჟენი ვენახი, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დიმიტრი ეგნატეს ძე ჯანდიერს დავალიანება ჰქონდა 1275 მანეთი და 40 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიმიტრი ეგნატეს ძე ჯანდიერს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა დუშეთის მაზრაში მდებარე 3 დესეტინა და 600 ოთხკუთხი საჟენი ვენახი, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ოტია გიორგის ძე ზანდუკელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა დუშეთის მაზრაში, სოფელ არაგვისპირში მდებარე ვენახი და 7 დესეტინა მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ რევაზის ძე ვაჩნაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სიღნაღის მაზრაში, სოფელ კოლაკში (კოლაგში), მდებარე 2080 ოთხკუთხი საჟენი ვენახი, რომელსაც ბანკი ჰყიდდა გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნინო სარდიონის ასულ მაღალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სიღნაღის მაზრაში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 6 დესეტინა ვენახი, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იოსებ რევაზის ძე ვაჩნაძეს დავალიანება ჰქონდა 988 მანეთი და 48 კაპიკი.