საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ფეოპემტე პროკოფის ძე პორფირიევს დავალიანება ჰქონდა 3967 მანეთი და 27 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ივანეს ძე ციციშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ბორჩალოში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი, სათიბი ადგილები და 967,5 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ ივანეს ძე გამაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 90 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე ივანეს ძე მარკოზოვს დავალიანება ჰქონდა 4429 მანეთი და 71 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე მარკოზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და 38,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეკატერინე ზურაბის ასულ კალაძეს დავალიანება ჰქონდა 1570 მანეთი და 77 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეკატერინე ზურაბის ასულ კალაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, 103 საჟენი და ერთი არშია ოთხკუთხი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბარბარე ევსტაფის ასულ ჩერკეზოვისას დავალიანება ჰქონდა 5121 მანეთი და 99 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბარბარე ევსტაფის ასულ ჩერკეზოვისას თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელი და 81 ¾ კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში არშაკ ვასილის ძე არტაზოვს დავალიანება ჰქონდა 1760 მანეთი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არშაკ ვასილის ძე არტაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში ვადავოზნის ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ფარეხით, ფიცრულით და 680 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არშაკ ვასილის ძე არტაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში ვადავოზნის ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ფარეხით, ფიცრულით და 680 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში როზალია პავლეს ასულ ბარაბაშევს დავალიანება ჰქონდა 1541 მანეთი და 50 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, როზალია პავლეს ასულ ბარაბაშევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ახალციხეში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და 47,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სოფიო გერასიმის ასულ მძინაროვს დავალიანება ჰქონდა 940 მანეთი და 88 კაპიკი.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ალექსანდრე ალექსის ძე მორზენკო კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის მეორე განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს გუბერნიის მდივანი მიხეილ მიხეილის ძე მარკევიჩი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ალექსი თეოდორეს ძე კრუზენშტერნი კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოხელედ მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი გაბრიელ ილიას ძე იურჩენკო კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვასილი პავლეს ძე ალექსანდროვსკი კავკასიის გუბერნიის უმცროს მრჩევლად მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ანდრეი თევდორეს ძე ნევსკი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის პირველი განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი პავლე ალექსანდრეს ძე ბულგაკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის დირექტორის უმცროს დამხმარედ მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს გუბერნიის მდივანი გაბრიელ ალექსანდრეს ძე ტოკარევი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კოლეგიის მრჩეველი დიმიტრი დიმიტრის ძე რიზო კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოხელედ მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს პროკოფი ანტონის ძე მატიუხოვი ელიზავეტპოლის მაზრის მსაჯული იყო.