საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სახელმწიფო მრჩეველი პავლე გაბრიელის ძე შასტლივცევი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის ვიცე-დირექტორად მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს მიხეილ პავლეს ძე შერბინი კავკასიის მეფისნაცვლის სახელმწიფო მრჩეველი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კლიმენტი ნიკოლოზის ძე დობრჟანსკი ბაქოს მაზრის მსაჯული იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს პავლე იაკობის ძე მარინი კავკასიის მეფისნაცვლის საიდუმლო მრჩეველი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1849 წლებში მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაევი თუშ-ფშავ-ხევსურეთის მხარის მმართველი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი ალექსი სერგის ძე სტროკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის დირექტორის მდივნად მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს აკიმ ნესტორის ძე მიცულოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის მესამე განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ვასილ ტიმოთეს ძე ბელიაევი მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილებაში.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის დირექტორი იყო მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი სტეფანე ვასილის ძე საფონოვი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეფშტეინი იყო ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებული, ნაფიცი ვექილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა, გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა, მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი გზების კომისიის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში სერგო ყაზახაშვილი საძოვრების კომისიის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომა, რომელზეც ვრცელი მოხსენება წაიკითხა საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა. კომისიამ მოისმინა მოხსენება და გაიზიარა მისი დებულებები.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კამერ-იუნკერი, კარის მრჩეველი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უმცროს მოხელედ მუშაობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 იანვარს ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ წერეთლის მონაწილეობით გამართულ კრებაზე განიხილეს მაისში საზოგადო კრებაზე წარსადგენი თემები: სათავადაზნაურო ფონდის დაარსებისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების შესახებ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ემანუელ კონსტანტინეს ძე ხამარენკო ოზურგეთის მაზრის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში არტურ ჰენდერსონი იყო მუშათა კავშირის თავმჯდომარე დიდ ბრიტანეთში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვარს პარიზში ინგლისელი მუშების წინამძღოლმა არტურ ჰენდერსონმა ფრანგულ გაზეთებში განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დათანხმდებოდა საბჭოთა რუსეთის საზავო წინადადებას და ინგლისს ომში ჩაითრევდა, მუშათა პარტია უარს იტყოდა სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა ოფიციალური ცნობა მიიღო, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინოწმინდელის (დავით მიხეილის ძე როსტომაშვილის) „კორესპონდენციები ივრის ხეობიდან“, რომელშიც ავტორი ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და წერს კახეთის ზოგად მდგომარეობაზე.