რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 19 იანვრის ღამეს გურიის მილიციონრები გვარდიის შტაბ-როტმისტრ მალაქია გურიელის მეთაურობით თავს დაესხნენ დაბა ლეღვთან განლაგებულ თურქებს და გადაწვეს მათი ბანაკი.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოფელ ენისელში დაკრძალეს გიორგი ჯორჯაძე. მის დაკრძალვაზე მომხდარი უსიამოვნო შემთხვევის გამო სოფელში ჩავიდა გუბერნატორი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 29 ნოემბერს გენერალ-ადიუტანტი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლად და კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წელს მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი იყო კავკასიის მეფისნაცვალი და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გუბერნატორი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვალი და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობებიდან ავადმყოფობის გამო.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 24 ივლისს გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ იოსების ძე ბებუთოვმა დაბა ქურუქდარის მახლობლად დაამარცხა თურქთა ყარსის კორპუსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზარიფ მუსტაფა-ფაშა.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი, რომელიც თავისი რაზმით გამაგრებული იყო ნიგოითის მაღლობზე, თურქებს შეებრძოლა და გააქცია ისინი.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის მაისში პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი თავისი რაზმით გამაგრებული იყო გურიაში, ნიგოითის მაღლობზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე იყო მსახიობი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასის მიერ წარდგენილ ჯიაკომეტის დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ მონაწილეობა მიიღო მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვი-აბაშიძისამ, რომელიც 16 წლის პატარა ქალის როლს ასრულებდა.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 4 ივნისს გურიის რაზმმა გენერალ-ადიუტანტ ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვის მეთაურობით ჩოლოქს გაღმა დაამარცხა სელიმ-ფაშას ოცდათოთხმეტ ათასიანი ჯარი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 4 ივნისს თურქებთან ბრძოლაში გურიის რაზმის მეთაური იყო გენერალ-ადიუტანტი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წელს გენერალი ნიკოლოზ ანდრიას ძე რეადი იყო ამიერ და იმიერ კავკასიის სამოქალაქო ნაწილის ხელმძღვანელი.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის 3 ნოემბერს პოდპოლკოვნიკმა აპოლონ ერნესტის ძე ციმერმანმა ახალქალაქის ციხე-სიმაგრე დაიცვა თურქების შემოტევისგან.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის მარტში შვებულებაში დროებით გასული მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ნაცვლად კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე დაინიშნა კავალერიის გენერალი ნიკოლოზ ანდრიას ძე რეადი.
1839
ტიპი: ღონისძიება
1839 წელს გენერალ-ლეიტენანტმა პავლე ქრისტეფორეს ძე გრაბემ შამილი დაამარცხა და დაბა ახულგო აიღო.
1837
ტიპი: თანამდებობა
1837 წლის 30 ნოემბერს ინფანტერიის გენერალი ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელად.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის აგვისტოში კავკასიის ხაზის ხელმძღვანელი გახდა გენერალ-ლეიტენანტი ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვი.

