საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის აგვისტოში მდინარე აქტაშთან ბრძოლაში დაჭრილმა გენერალმა გიორგი არსენის ძე ემანუელმა კავკასიის ხაზის ხელმძღვანელობა გენერალ-ლეიტენანტ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვს გადააბარა.

1839

ტიპი: ღონისძიება

1839 წელს გენერალმა ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინმა სამხრეთ დაღესტანზე გაილაშქრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოფიო ჩერნიაევსკი იყო ბებია ქალი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის აგვისტოში მდინარე აქტაშთან გამართულ ბრძოლაში დაიჭრა გენერალი გიორგი არსენის ძე ემანუელი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 24 ივლისს შიხ-შაბანმა მარცხი იწვნია დაბა ბელაქანთან გამართულ ბრძოლაში.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 7 მაისს თბილისს ესტუმრა სპარსეთის უფლისწული ხოზრევ-მირზა.

1828

ტიპი: ღონისძიება

1828 წლის 13 ოქტომბერს გენერალმა გიორგი არსენის ძე ემანუელმა ყარაჩაელები დაიპყრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის განცხადება, რომ თეატრ „ბენეფისში“ ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ჯიაკომეტის დრამა „დამნაშავის ოჯახი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 თებერვალს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ უნდა წარმოედგინათ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის თხზულება „დედა და შვილი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 თებერვალს ოთხშაბათს 8 საათზე ქართულ თეატრ „ბენეფისში“ უნდა ემღერა ნატალია მერაბის ასულ გაბუნია-ცაგარელს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლის განცხადება, რომ 12 თებერვალს, ოთხშაბათს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ წარმოადგენდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი იყო მასწავლებელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „რუსთა შორის“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბ. კ. ყიფიანი იყო მსახიობი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მსახიობის ბ. კ. ყიფიანის ქუთაისის თეატრში დარჩენას ხანგრძლივად მოითხოვდნენ, რადგან იგი საუკეთესო არტისტი იყო და დაეხმარებოდა ქუთაისის თეატრს განვითარებაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გორის მაზრაში ლეხურას ხეობაში ბებია ქალი სოფიო ჩერნიაევსკი მკურნალობდა და ასწავლიდა ხალხს თუ როგორ დაეცვათ სისუფთავე. ხეობაში თუკი ვინმე ავად გახდებოდა მას მიმართავდნენ და თითქმის უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კ. ა. აბაშიძის განცხადება, რომ 22 თებერვალს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ წარმოადგენდნენ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის 4-მოქმედებიან და 4-სურათიან თხზულებას „ხათაბალა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კ. ა. აბაშიძის განცხადება, რომ 22 თებერვალს, ორშაბათს 8 საათზე ქართულ თეატრ „ბენეფისში“ წარმოადგენდნენ დივერტისმენტს – ქართულ სიმღერებს, ლექსებსა და ლეკურ ცეკვას.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე გაგარინს მიანიჭეს „ტაინი სოვეტნიკის“ წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე გაგარინი იყო გუბერნატორი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე გაგარინი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე გაგარინი დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „ვინ რას ინატრებდა ჩვენში ახალს წელიწადს დღეს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 6 იანვარს, ორშაბათს, 9 საათზე, კრუჟოკის დარბაზში ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის ორგანიზებით სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ გაიმართებოდა ბალი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი საშუალო სასწავლებლის მოსწავლეებს იღებდა მოსამზადებლად და ვისაც მომზადება სურდა უნდა მიემართა შემდეგ მისამართზე: თბილისი, მიხეილის N 81.