საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92262

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1906 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1906 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის აბელ მაყაშვილი 1906 წელს წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ლევან მაღალაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ლევან მაღალაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1907 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მივლინებული იყო ლაიბ-გვარდიის მე-13 ერევნის პოლკში.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კოტე აფხაზი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906-1913 წლებში კოტე აფხაზი თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად იყო არჩეული.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1913 წლებში კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით გაიყვანეს რკინიგზა კახეთში.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლისათვის კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი მსახურობდა დუშეთში, ნოვობაიაზეთის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაურად.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან თბილისისკენ წამოვიდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 იანვარს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დეპეშა, რომ 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ელ განყოფილებაში ქართულ ენას 13 იანვრამდე ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა, მოგვიანებით – დროებით მოწვეული ქავთარაძე, ქავთარაძის შემდეგ კი – ისევ ნიკო ჯანაშია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ლ განყოფილებაში 13 იანვრამდე ქართულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 16 იანვარს ნაცემი არსენა ჯორჯიაშვილი გონების დაკარგვის შემდეგ საკომენდანტო სამმართველოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და საპატიმრო განყოფილების პალატაში მოათავსეს.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 16 იანვარს გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმის შემდეგ ნაცემი არსენა ჯორჯიაშვილი გონს 23 იანვარს მოვიდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 იანვრის დილის 9 საათზე არსენა ჯორჯიაშვილმა გენერალ გრიაზნოვის ეტლს ბომბი ესროლა და მოკლა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 16 იანვარს გენერალ გრიაზნოვზე თავდასხმის შემდეგ არსენა ჯორჯიაშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ კაზაკებმა დაიჭირეს, სცემეს და საკომენდანტო სამმართველოში გადაიყვანეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 იანვარს მზესუმზირის გამყიდველივით გამოწყობილი არშაკ მეგრაბიანცი და არსენა ჯორჯიაშვილი ბარიატინსკის ქუჩაზე გენერალ გრიაზნოვის ეტლს ჩაუსაფრდნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 იანვარს ევსევი ავალიანმა და გედეონ მეფარიშვილმა სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში მიწა დაამუშავეს ვენახისა და ხეხილის დასარგავად. მათ სურდათ, მოსწავლეებისთვის მაგალითი ეჩვენებინათ.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 27 იანვარს არსენა ჯორჯიაშვილი გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის საქმეზე პირველად დაკითხეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის თებერვალში თედო სახოკია რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეიპყრეს სოხუმში.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის თებერვალ-მარტში აფრასიონ მერკვილაძის რაზმმა მოკლა მღვდელი გიორგი ივანეს ძე ფერაძე, ასევე პოლიციის აგენტი ეფრემ შალამბერიძე, თავად-აზნაურთა მარშალი ნესტორ ხიდირბეგიშვილი და სხვ.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის თებერვალ-მარტში აფრასიონ მერკვილაძის რაზმმა მოკლა ივანე კაციას ძე მემანიშვილი, ასევე დახოცა ნიკო და ტრიფონ ჭაჭიაშვილები, გალაქტიონ ლოლაძე და სხვ.