საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის ნოემბერში რუსთა ალექსანდროპოლიდან დაძრულ შვიდ ბატალიონს მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის ნოემბერში გენერალ-ლეიტენანტი ვასილ იოსების ძე ბებუთოვი იყო თურქეთის საზღვართან მოქმედი რუსთა ჯარის მეთაური.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 2 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტ ვასილ იოსების ძე ბებუთოვის განკარგულებით შვიდი ბატალიონი დაიძრა ალექსანდროპოლიდან.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს გამოცემული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე იყო ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე-დადიანი.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკმა ყორღანოვმა გურიის რაზმის ნაწილით დაამარცხა თურქები, რომლებიც ოზურგეთს მიადგნენ.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მანიფესტი თურქებისთვის ომის გამოცხადების შესახებ.

1853

ტიპი: სტატუსი

1853 წლის 8 ოქტომბერს სამეგრელოს მთავრის ქვრივი, ეკატერინე დადიანი დაინიშნა სამეგრელოს მთავრად.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 7 სექტემბერს რუსთა ჯარებმა გენერალ მოსე ზაქარიას ძე არგუტინსკისა და გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით მესელდიგერის ციხე-სიმაგრე აიღეს.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 აპრილს დაბა ზაქათალასთან გაიმართა ბრძოლა შამილის რაზმებსა და რუსთა ჯარებს შორის. რუსებს გენერალ-მაიორი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 24 აგვისტოს შამილი თავისი რაზმებით ჭარ-ბელაქნის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის 13 მაისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულება თბილისში კომერციული სასამართლოს გახსნის შესახებ.

1851

ტიპი: ავტორობა

1851 წლის 15 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებულება აფხაზეთში სამღვდელმთავრო კათედრის გახსნის შესახებ.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 24 სექტემბერს საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვმა ქვის ხიდს ჩაუყარა საფუძველი მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 25 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1850

ტიპი: ავტორობა

1850 წლის 26 აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებულება თბილისში სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1848

ტიპი: ღონისძიება

1848 წლის პირველ ივლისს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულებით თბილისში გაიხსნა ამიერკავკასიის სახაზინო პალატა.

1848

ტიპი: ავტორობა

1848 წლის პირველ დეკემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულება ამიერკავკასიის მხარისათვის ერთი სახაზინო პალატის დაწესების შესახებ.

1847

ტიპი: ღონისძიება

1847 წლის ივლისში გენერალ-ლეიტენანტ ვასილ იოსების ძე ბებუთოვის განკარგულებით რუსთა ჯარმა დამცავი ნაგებობა ააგო ჩრდილოეთ დაღესტნის დაბა ხოჯალარში.

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 14 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით დაშვებულ იქნა სურსათის ტრანზიტი გადასახადის გარეშე რედუტ-კალესა და სოხუმ-კალედან სპარსეთში თბილისისა და ნახიჩევანის გავლით და სპარსული სურსათისა, ბაქოდან ევროპაში, თბილისის, რედუტ-კალესა და სოხუმ-კალეს გავლით.

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 14 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა შედარებით იაფი ტარიფი შავიზღვისპირეთის პორტებისათვის.

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულებით ხანების, ბეკების, აგალარებისა და მუსულმანთა სხვა უმაღლეს პირთა მფლობელობაში არსებულ მიწებზე უფლებები გადაეცა კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს.

1844

ტიპი: თანამდებობა

1844 წლის 27 დეკემბერს გენერალ-ადიუტანტი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე დაინიშნა.

1842

ტიპი: ღონისძიება

1842 წლის 2 ივლისს პოლკოვნიკმა მოსე ზაქარიას ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვმა შამილი დაამარცხა ყაზიყუმისა და კიურინის სახანოებში.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წლის მაისში კაპიტანი გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი იყო შირვანის პოლკის მეოთხე მუშკეტერთა ასეულის მეთაური.

1842

ტიპი: ღონისძიება

1842 წლის პირველ მაისს შირვანის პოლკის მეოთხე მუშკეტერთა ასეულმა კაპიტან გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით და კავკასიის ბატალიონის პირველმა ასეულმა პორუჩიკ ყორღანოვის მეთაურობით ოთხი ათასამდე აჯანყებული ყაზიყუმელი დაამარცხა დაღესტანში.