რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1837
ტიპი: ღონისძიება
1837 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ხელმწიფე-იმპერატორი ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი.
1832
ტიპი: თანამდებობა
1832 წლის 12 მარტს მიტროპოლიტი იონა გადააყენეს ქართული ეკლესიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის აგვისტოში ინფანტერიის გენერალი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელად.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 28 აპრილს ამიერკავკასიის მხარის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-ადიუტანტი ნიკიტა პეტრეს ძე პანკრატიევი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 28 აპრილს გენერალ-ფელდმარშალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი პოლონეთს გაემგზავრა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის პირველ მარტს ჭარ-ბელაქნის ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-მაიორი თედორე ალექსანდრეს ძე ბეკოვიჩ-ჩერკასკი.
1829
ტიპი: ღონისძიება
1829 წლის 27 სექტემბერს პროფესორმა ივანე ეგორის ძე პაროტმა არარატის მთა დალაშქრა.
1829
ტიპი: ღონისძიება
1829 წლის 20 ივნისს ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა ტყვედ აიყვანა.
1829
ტიპი: ღონისძიება
1829 წლის 19 ივნისს გენერალ-ადიუტანტმა ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა დაამარცხა დაბა კაინლისთან.
1829
ტიპი: ღონისძიება
1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოსულ ექსპედიციას პროფესორ პაროტის ხელმძღვანელობით გამოკვლევები უნდა ჩაეტარებინა არარატის მთაზე.
1829
ტიპი: ღონისძიება
1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოვიდა სწავლულთა ექსპედიცია დერპტის უნივერსიტეტის პროფესორის, პაროტის ხელმძღვანელობით.
1827
ტიპი: თანამდებობა
1827 წლის 16 მარტს ინფანტერიის გენერალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ხელის მოწერა თბილისში მიიღებოდა გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში და ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

