რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება თარიღი მზარდობით
1862
ტიპი: თანამდებობა
1862 წელს ბესარიონ ტიმოთეს ძე აბესაძე ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1862
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1862 წელს აკაკი წერეთელმა პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ენათა ფაკულტეტზე სწავლას თავი დაანება და საქართველოში დაბრუნდა.
1862
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1862 წლის 18 იანვარს ვასილ გიორგის ძე წერეთელი შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში დაიბადა.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862 წლის 10 მაისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულება კავკასიის ქედის დასავლეთ ნაწილში ყუბანელი კაზაკების გადმოსახლების შესახებ.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862 წლის 2 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიაში სამხედრო უწყებათა სასწავლებლების დაარსების შესახებ.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862 წლის 25 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქუთაისის სამხედრო პოლკის შექმნის შესახებ.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862 წლის 28 სექტემბერს დაიბადა დავით კლდიაშვილი, თუმცა დოკუმენტებში სხვა თარიღია მოხსენიებული.
1862
ტიპი: გარდაცვალება
1862 წლის 22 დეკემბერს ნავენახევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ მიხეილის ძე მესხი გარდაიცვალა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ტერ-მიქელიანის მიერ გახსნილი წიგნის მაღაზია და სამკითხველო დარბაზი არსებობდა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ყველის მეწარმე ჩაბოლდს გაუფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვით იგი ხუთი წლის განმავლობაში უნდა დახმარებოდა წალკის რაიონში მდებარე გერმანულ კოლონია ალექსანდერსჰილფს ყველის წარმოების საქმეში.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოს ხაზინიდან დაიფარა ყველის მეწარმე ჩაბოლდის შვეიცარიიდან თბილისსა და უკან მგზავრობის ხარჯები, რამაც 426 მანეთი შეადგინა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს შვეიცარიიდან ჩამოყვანილი ყველის მეწარმე ჩაბოლდისთვის კავკასიის სამეფისნაცვლოს ხელფასის სახით დაუნიშნავს 400 მანეთი ყოველწლიურად.
1863
ტიპი: მფლობელობა
1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი ყველის მაღაზია მდებარეობდა გოლოვინის პროსპექტზე, მაკარ ორბელიანის სახლში.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი შვეიცარიული ყველის მწარმოებელი საწარმო თბილისს ამარაგებდა მაღალი ხარისხის ყველითა და კარაქით.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს პრუსიის იმპერიის ქვეშევრდომ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვისგან სესხის სახით მიუღია 21000 მანეთი საქართველოში შვეიცარიული ყველის საწარმოს გასახსნელად.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს პრუსიის იმპერიის ქვეშევრდომ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს, თბილისიდან 100 ვერსტის მანძილზე გაუხსნია დაწესებულება, სადაც შვეიცარიულ ყველს ამზადებდნენ.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეორე ნომრის გამოცემაზე.

