საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოში ბესარიონ იოსელიანი ლანჩხუთის ბოქაული იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხრესილის ბიბლიოთეკა-სამკითხველო ცაცა დარახველიძის დაარსებული იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მრჩეველი ვასილ პავლეს ძე ალბრეხტი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მოხელე ალექსანდრე პავლეს ძე არტემევი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს მედიცინის დოქტორი ანტონ ზაქარიას ძე კასტელანო კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი იულია ლეოპოლდის ასული ბოლდტი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილებაში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მრჩეველი სემიონ დიმიტრის ძე ტირიუტინი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილებაში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი პეტრე მიხეილის ძე ბორისოვი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილებაში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ანა სივერსი ბორჯომის მინერალური წყლების მომვლელად მუშაობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი მიხეილ ეგნატეს ძე ჩისლიაევი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მოხელე მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარელი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VII კლასის კოლეგიის მრჩეველი ესაია სოლომონის ძე ხანკალამოვი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სამხედრო ინჟინერი, პოლკოვნიკი მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი(გარსევანიშვილი) კავკასიის საგზაო-სამშენებლო კომიტეტის დირექტორი და სამხედრო გზის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მოხელე ლუდვიგ ვალენტინის ძე კამბიაჯო კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების მმართველის თანაშემწე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მოხელე ოტო იაკობის ძე სიმონსონი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების სამმართველოში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პოდპოლკოვნიკი, სამხედრო ინჟინერი სტანისლავ ალფონსის ძე ვეის-ფონ-ვეისენგოვი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილებაში სამუშაოს შემსრულებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პავლე ანდრიას ძე ჟუკოვი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ინჟინერი, ტიტულიანი მრჩეველი გერმანე ტიმოთეს ძე აგანოვი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VI კლასის ინჟინერი, არქიტექტორი, სახელმწიფო მოხელე ალდრ ვასილის ძე ჩიჟოვი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილების ტექნიკურ კანცელარიაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ საბჭოს 24 კურსდამთავრებული სტიპენდიატი ჰყავდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოში ალექსანდრე სამოილოვი ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწე იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის სტატიის მიხედვით, ქუთაისში საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსება გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს ინჟინერმა საპიცკიმ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება ხეობებში გზების გაყვანის შესახებ.