საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში გუბერნიის მდივანი იყო ვასილი პეტრეს ძე გორბუნოვი.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს განსაკუთრებულ დავალებათა IV კლასის მოხელე დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძე კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სულეიმან ხან სოლომონ ავაკ მელიქ-მერაბოვი კავკასიის საცენზურო კომიტეტში რუსული, ევროპული და აღმოსავლური ენების უფროს ცენზორად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე კავკასიის საცენზურო კომიტეტში ქართული ენის უმცროს ცენზორად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს არნოლდ თევდორეს ძე მორიცი კავკასიის ოლქის თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ჰენრი ოსიპეს ძე კიფელი კავკასიის ოლქის თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი იაკობ მიხეილის ძე ვაილო კავკასიის ოლქის თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში დამკვირვებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს აკადემიკოსი გუსტავ ივანეს ძე რადე კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მრჩეველი ადამ ეგნატეს ძე ოსტროვსკი კავკასიის ოლქის თბილისის არქივის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მრჩეველი დავით დიმიტრის ძე დავიდოვი კავკასიის ოლქის თბილისის არქივის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს შეფერხებებით მიმდინარე ახალი თეატრის მშენებლობა შეჩერდა. არქიტექტორმა ვიქტორ შრეტერმა და მისმა მოადგილემ, პავლე შტერნმა მშენებლობა არქიტექტორ ოტო სიმონსონს გადააბარეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის ივლისში დამწვარი თეატრის ნაცვლად ახალი თეატრის აშენება დაიწყეს. თეატრის პროექტი არქიტექტორმა ვიქტორ შრეტერმა შეადგინა. თეატრი ალექსანდრეს პარკში უნდა აეშენებინათ, მაგრამ ადგილის სიმცირის გამო მისი აშენება გოლოვინის პროსპექტზე გადაწყვიტეს და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილის ადგილი შეიძინეს. შრეტერს კი პროექტის გადაკეთება დაავალეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის დეკემბერში ივანე გრიგოლის ძე ჩირაძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს შემოქმედის სკოლის მამასახლისი ლაპინი დააპატიმრეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თამარ გრუზინსკაია მსახიობი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, როსტოვში გადასახლებულმა ნ. ს. ფილიამ გამოიგონა ავტომატური მანქანა, რომელიც ვაგონში მგზავრებს სადგურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ივანე ანდრიას ძე ზუბალაშვული კავკასიის ოლქის გლეხთებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მმართველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მრჩეველი სულხან ივანეს ძე თუმანოვი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი სიმონ სიმონის ძე შუკინი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის სამმართველოს კანცელარიაში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VIII კლასის კოლეგიის მრჩეველი მიხეილ ეგნატეს ძე თამამშევი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს საერთო განყოფილებაში მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ლუიზა მარგარეტ ნიკოლსონმა ბაქოში კონცერტი გამართა. ბაქოს შემდეგ მას კონცერტი თბილისში ჰქონდა დაგეგმილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ლაპინის ბრძანებით დარაჯებმა მსხალაძე მოკლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში წვრილი კრედიტის ინსპექტორი მ. ჯაფარიძე სოფ. ნიგოზეთის სკოლის მასწავლებლებს შეხვდა და სოფელში წვრილი კრედიტის ამხანაგობის დაარსების შესახებ მოელაპარაკა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში კავკავში შუვალოვის სტამბის თანამშრომლებმა საკუთარი გამსესხებელ-შემნახველი სალაროს დაარსება გადაწყვიტეს და 22 ოქტომბერს ამ საქმისთვის 40 მანეთი შეაგროვეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 ლის 24 ოქტომბერს პოლიციელმა ილია დგებუაძემ აბასთუმანში ყაჩაღი თეიმურაზ ბერიშვილი დააკავა.