რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს თეატრ „რადიუმში“ გიორგი ივანეს ძე ბადრიძეს უნდა წაეკითხა ლექცია „მარგებელი საჭმელის გავლენა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძელობაზე“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით თარხან-მოურავმა მეტეხის ტაძრის რესტავრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. კორბოულში იაკობ გოგებაშვილის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ალექსანდრე მაღალაშვილმა მეტეხის ტაძრის რესტავრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი საძაგლიშვილი ალავერდის ეპისკოპოსი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, გიორგი საძაგლიშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე სულხანიშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მიტროპოლიტმა პალადიმ ელისაბედ გრუზინსკისას მეტეხის ტაძრის რესტავრაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მღვდელი ისიდორე რუსიშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის მრჩეველი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჩერნოიარსკი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ვასილ მათეს ძე შარი,სტეფანე ნიკიტას ძე მიკირტიჩიანცი და ალექსანდრე ერმანი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრები იყვნენ.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს იოსებ სტეფანეს ძე ენფიჯევი და მავრიკ მიხეილის ძე კოზიცკი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრები იყვნენ.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის ასისტენტი აღა ბეგ ედუგაროვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ქერიმ ბეგ ნასირ-ბეგოვი და ვლადიმერ პეტრეს ძე დონუროვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრები იყვნენ.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კონსტანტინე არტემის ძე იუზბაშევი და ქრისტოფერ ალექსანდრეს ძე ტაიროვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრები იყვნენ.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი ნიკოლოზ სტეფანეს ძე ოსიპოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ვასილ ნიკოლოზის ძე ვირუბოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის ასისტენტი ეგნატე ანდრიას ძე პელენკინი და დიმიტრი ალექსანდრეს ძე კარპინსკი კავკასიის ოლქის მთავარ სამმართველოში სასამართლოს ზედამხედველებად მუშაობდნენ.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი გაბრიელ გრიგოლის ძე ეჯიბოვი და ილია გრიგოლის ძე ნიკოლსკი კავკასიის ოლქის მთავარ სამმართველოში სასამართლოს ზედამხედველებად მუშაობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა მეექვსე სხდომაზე გადაწყვიტეს, სტიპენდიებიდან დაბრუნებული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებისთვის გადაეცათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიტროპოლიტმა პალადიმ შექმნა მეტეხის ტაძრის სარესტავრაციო კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ივანე სულხანიშვილი, გიორგი საძაგლიშვილი და ივანე ყანჩაველი. კომისია მუშაობას 1891 წლიდან შეუდგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიტროპოლიტმა პალადიმ შექმნა მეტეხის ტაძრის სარესტავრაციო კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ისიდორე რუსიშვილი და დავით მაღალაშვილი. კომისია მუშაობას 1891 წლიდან შეუდგა.