საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, დავით კვიჟინაძე მეტეხის ტაძარში მსახურობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მსახიობი ატატო ბებურიშვილი დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ექიმი ყირიმ ბერიძე სოფელ სუჯუნაში ცხოვრობდა და ოდიშსა და იმერეთში ცოფით დაავადებულ პაციენტებს კურნავდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ი. დრაჩევი გორის მაზრის უფროსი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მსახიობი ლოლა ლომაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში გუდაუთის მცხოვრებთა შორის ცოფის ვირუსი გავრცელდა. თბილისში გადაყვანილი ავადმყოფები განკურნა ექიმმა ყირიმ ბერიძემ, რომელმაც გასამრჯელო მხოლოდ იმ პაციენტებისგან აიღო, რომელთაც გადახდის საშუალება ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ აზნაურიშვილმა ილარიონ თუხარლიშვილმა მეტეხის ტაძრის რესტავრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ივლიანე ივანეს ძე იახოვიჩი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს პრაპორშიკი მირზა ფათალი ახუნდოვი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების მთარგმნელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ივანე სოლომონის ძე აბესალომოვი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს რუდოლფ ივანეს ძე ბრაუნშვილი იყო კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების თანამშრომელი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკიფორე ვასილის ძე ბლავატსკი ერევნის სამხარეო უფროსი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს პოლიკარპე ფიოდორის ძე გავრილენკო ქუთაისი-გურიის მაზრის მეტყევე იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კარის მრჩეველი ალექსანდრე ფიოდორის ძე მიტკოვი განსაკუთრებულ ვალდებულებათა შემსრულებელი ჩინოვნიკი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს აზნაური მიხეილ ივანეს ძე სუმბათოვი წარმომადგენელი იყო თბილისის თავად-აზნაურთა საბჭოში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულოს დარბაზში დრამატული საზოგადოების მიერ გამართულ ღონისძიებაში თამარ გრუზინსკაია მონაწილეობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ვასილ პეტრეს ძე შულჟევსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ისიდორ ასტაფაევის ძე გერასიმენკო იმერეთის ვიცე-გუბერნატორის კარის მრჩეველი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს მიხეილ იგორის ძე ალიხანოვი და მიხეილ ივანეს ძე დაკიშევიჩი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის საბჭოს მთავარ სამმართველოში გუბერნიის მდივნებად მუშაობდნენ.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კოლეგიის მდივანი ვასილი მაქსიმეს ძე კუშევსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაი მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას პავლე ივანეს ძე მოსიძემ 3. 1 მანეთი შესწირა, ი. ზ. მელიქიშვილმა, მიხეილ ლევანის ძე ლორთქიფანიძემ და ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანმა 3-3 მან შესწირეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მ. მდივანი ქუთაისის ქართული დასის მსახიობი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ს. ლოლუამ ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ი. სლავოჩინსკი ქუთაისის გუბერნატორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას ი. სლავოჩინსკიმ და ა. ა. მაკაროვმა 10-10 მანეთი შესწირეს, მ. გ. ფაღავამ და ლ. აბრამოვიჩმა – 5-5 მან., რ. ი. დუბინინმა – 4 მან.