საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81758

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის აგვისტოში გარდაიცვალა ნინო ბებუთაშვილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ადმინისტრაციული წესით გადასახლებული იოსებ ედიშერაშვილი სასჯელისგან გაათავისუფლეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პოლიევქტო კალანდაძე დაბა ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი წერეთელმა ევგენი გეგეჭკორზე დაწერა ლექსი „ვაშა დეპუტატს!“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. მ. შარაფიანი ვაჭრობისა და მრეწველობის კომისტრის ამხანაგად დაინიშნა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილს მკვლელობა და ბათუმის მომრიგებელი მოსამართლის მდივნის გაძარცვა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მ. ა. ბიბერგალისას, ე. ვ. ფენდრიკოვისას, ი. დ. ნაზაროვსა და ა. პ. რიჟინაშვილს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს მ. მდივანმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქაზახის ნოტარიუსი მაჰმუდ-ბეგ ალიბეკოვი თბილისის ნოტარიუსად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 25 ოქტომბერს ანტონ მოსესიანცმა პოლიციაში განაცხადა, რომ მისი დუქნიდან ერთ-ერთმა კლიენტმა ქურქი მოიპარა. პოლიციელმა ლოგვინოვმა შეიპყრო ქურდი, რომელმაც დანაშაული აღიარა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „კავკაზსკოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, ბაჟის მომატების გამო არყის მწარმოებელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა სხვადასხვა სასმელის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ამ საქმის მცოდნეები მოიწვია.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პურის ვაჭრების- დრეიფუსის, კუნას, ნეიფელდისა- და ადგილობრივი ბერძნების შემწეობით ფოთიდან მარსელში დიდძალი პური იგზავნებოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ კოტე მესხის მიერ გამართული სამასკარადო საღამოს შემოსავალი ბათუმის სკოლების შემწეობას მოკლებული ბავშვებისთვის გადაიდო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ სოფელ ქარელში, სადაც ებრაელების გარდა 200 კომლი ცხოვრობდა, სამკითხველოს გახსნა გადაწყდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სოფელ ქარელის თავადები, ციციშვილები არ ზრუნავდნენ ადგილობრივი გლეხების განათლებაზე. წერილის ავტორი იმედს გამოთქვამდა, რომ მომრიგებელ შუამავალს, თ. გ. ციციშვილს შეეძლო გლეხებთან სკოლის გახსნაზე მოლაპარაკება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სეტრაკ ზალიანცი ბაქოს საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ილია კოკაია ბაქოს საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გერასიმე მახარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ქარელიდან გუჯარეთისკენ გზატკეცილის კეთება დაიწყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ქალაქში დიდი ხანია ტელეფონის გამართვას აპირებდნენ“, მაგრამ მოსახლეობა საჭირო დანადგარების თავიანთ სახლებზე დადგმის უფლებას არ იძლეოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით, პარიზში მიმავალმა „როტშილდების“ ფირმის წარმომადგენელმა არნოლდ ფეიგელმა გზად თბილისში გაიარა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ტფილისის ფურცლის“ ცნობით, უმთავრესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1887 წლიდან მუსლიმები მხოლოდ ორ თავიანთ დღესასწულზე: „ჰაიდი-ფეტერისა“ და „ჰაიდი ყურბანის“ დროს გათავისუფლდებოდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძემ ფსევდონიმით თავისუფალი სვანი „სვანური ლეგენდები“ დაბეჭდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ინფორმაციით, ფრანგული გაზეთი „Memorial Diplomatique“, ბერლინური „National Zeitung“ ასევე „Daili News“ და „Pestev Lloid“ რუსეთის მიერ ბულგარეთში ჯარების სავარაუდო ჩაყენებაზე წერდნენ, რაზედაც ავსტრია-უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს ხისტი პოზიცია ჰქონდათ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პაპმა ლეო XIII ბისმარკს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.