საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87752

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს პ. საბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სუჯუნის ბიბლიოთეკის დახმარების თხოვნით მიმართა. გამგეობამ ბიბლიოთეკაში 5 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ია კარგარეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის სწავლის გადასახადის შეტანაში დახმარება სთხოვა. გამგეობამ მას ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიიდან 25 მანეთი გამოუყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

იაკობ გოგებაშვილი, ოლღა გურამიშვილი, აკაკი წერეთელი, ნიკო ცხვედაძე, ვახტანგ თულაშვილი და იაკობ, ლევან და პეტრე ზუბალაშვილები 1909 წლის 1-ელი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს პელაგია მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა კულაშში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს: ნიკოლოზ არღუთაშვილმა, ერეკლე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, ბარბარე ბაგრატიონ-მუხრანბატონისამ, ვასილ მაჩაბელმა, დიმიტრი მუსხელიშვილმა, ელისაბედ საგინაშვილისამ, ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა, ნიკოლოზ ღოღობერიძემ და ალექსანდრე ხახანაშვილმა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმების მიხედვით, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე თავმჯდომარეობდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის, საწყობისა და ვაჭრობის 1908 წლის ანგარიშის რევიზიას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, რომ შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს საზოგადოების წიგნების სია და საწყობი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის უნდა ჩაებარებინა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის მიზეზად აღნიშნა, რომ მაღაზიის გარდა ბევრი სხვა საქმეც ევალებოდა და საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გამგედ აღდგენის შემთხვევაში მისი ხელფასიდან ყოველთვიურად გამოერიცხათ 25 მანეთი, რითიც ზარალი თანდათან დაიფარებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ საჯარო კრებაზე განეხილათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის რევიზიის საქმე. გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის აზრით, სხვაგვარად მაღაზიის საქმეს ვერ გადაწყვეტდნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს გიორგი ყაზბეგმა მოხსენებაში აღნიშნა გამგეობის წევრების დადგენილება, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიაში უწესრიგობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოებები: მაღაზიას ანგარიშის წესი განსაზღვრული არ ჰქონდა, მას გამგეობა არ აკონტროლებდა და იმ პირებს, რომელთაც მაღაზიის საქმე ჰქონდათ მინდობილი, იურიდიული პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, სოფელ სუხჩაში სკოლის გახსნაში მიეღო მონაწილეობა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ივანე ათანასეს ძე მაყაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს მიხეილ ივანეს ძე მდივანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ზედაზნის მონასტრის წინამძღოლმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულებიდან მონასტრისთვის მიწის მიყიდვა სთხოვა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ალექსანდრე გიორგის ძე მეზვრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა ავჭალის ბიბლიოთეკის საზოგადოების მფლობელობაში გადასვლის შემდეგაც მის გამგედ ლ. დანილენკო დარჩენილიყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე ლ. დანილენკომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ავჭალის ბიბლიოთეკა თავის მფლობელობაში მიეღო და მისთვის ყოველთვიურად 15 მანეთი გამოეყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1909 წლის სხდომის ოქმების მიხედვით, ლ. დანილენკო ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ გიორგი უთურაშვილის სხვა უწყებაში გადასვლის საკითხი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, კონსტანტინე ანთაძე ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, პავლე მერაბიშვილი იყო უდის ბიბლიოთეკის გამგე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დავით კარიჭაშვილმა და სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება საზოგადოების მაღაზიის აგენტებისა და მევალეების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მელიტონ გობეჩიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქართული ლიტერატურის შესახებ ფრანგული წიგნაკის გამოცემას აპირებდა და დახმარება სთხოვა. გამგეობას ამისთვის თანხა არ ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ უარი უთხრეს.