საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 ივლისს ქ. თელავში ჩატარდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. კრებამ გადაწყვიტა, გამოეცხადებინა მადლობა წიგნებისა და საწერ ნივთების მაღაზიის გამგე მარიამ კურდღელაშვილისთვის, რომელიც მუყაითობითა და სასარგებლო შრომით გამოირჩა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1910 წლის შემოსავალ-გასავლის საკითხი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებას 21 წევრი ესწრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 4 ივლისს სოფ. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი სერაპიონ ნიკოლოზის ძე ჩიხლაძე გარდაიცვალა.

1911

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის 1911 წლის შემოწირულობათა ნუსხაში აღნიშნულია სიმონ სააკაშვილის 50 მანეთი და მის მიერ შეგროვებული 26 მან.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 14 ივლისს ანეტა კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მთიულეთში დასარიგებლად წიგნები სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 14 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს ერთჯერადი დახმარება – ერთი თუმანი მისცა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 14 ივლისს პავლე თევდორეს ძე დადვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სესხად 20 მანეთს სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 14 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა კონსტანტინოპოლის ბიბლიოთეკას წიგნების გაგზავნაზე უარი უთხრა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ივლისს თამარ ხარაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გზის ფულით დახმარება სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ივლისს გომრეთის სკოლის მასწავლებელი კოტე სეხნიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლაზე გაწეული ხარჯის უკან დაბრუნებას სთხოვს.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ივლისს ქრისტეფორე ანდრიას ძე მელიამ – ალექსანდროპოლში და სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა – როსტოვში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განყოფილების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად ჩეკიანი წიგნაკი სთხოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს სთხოვა, თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსთან ეშუამდგომლა, რათა მათ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 2 500 მანეთი გადაერიცხათ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის მოწყობის პირველი, 3 500-მანეთიანი პროექტით 2 საფლავის ადგილი იკარგებოდა. გამგეობამ ინჟინერ-ტექნოლოგ პეტრე მამრაძეს მეორე პროექტი შეუკვეთა, რომელსაც დამატებით 2 500 მანეთი სჭირდებოდა, და თავადაზნაურობას მისი დაფინანსება სთხოვა. უარის შემთხვევაში გამგეობას პირველი პროექტი უნდა მიეღო.

1911

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გომიაშვილი დაიბადა 1911 წლის 15 ივლისს ყაზბეგში.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 16 ივლისს გრიგოლ ბურჭულაძემ საზოგადოების სახელით თბილისის სათავადაზნაურო ბანკს დახმარება სთხოვა. ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმა ახალი პროექტით 6 000 მანეთამდე ჯდებოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კი 1 000 მანეთი ჰქონდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივლისს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების საბჭომ, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ყიფშიძე იყო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გამოუყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივანმა, ილია ზურაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავადაზნაურობა ინჟინერ მამრაძის ილია ჭავჭავაძის ძეგლის პროექტისთვის 2 500 მანეთს ვერ გამოყოფდა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ პირველივე საგანგებო საგუბერნიო კრება გაითვალისწინებდა მათ შუამდგომლობას და 1912 წლის შემოსავლიდან საჭირო თანხას მოიძიებდა.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით მუზეუმის ასაშენებლად ვერაზე, ფიქრის გორაზე, 60000 მანეთად 4656. 75 საჟენი მიწა შეიძინა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 31 ივლისს ყვარელში, იური ჭავჭავაძის სახლში, ილიას დღე გამართეს. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 1-ლ აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს განყოფილების ხაზინადარი ვასილ ხუჭუა ფილიალის სახელით 100 მანეთს უგზავნის თბილისის გამგეობას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და შემომწირველთა სიის გამოქვეყნებას სთხოვს გაზეთში. შემომწირველთა შორის არიან: ს. კვიტაშვილი -10 მან., ა. ბერელაშვილი -10 მან, ა. ჯინჭარაძე (ჭინჭარაძე) -10 მან., ნ. ჯაყელი -10 მან., კ. ლორთქიფანიძე -10 მან, გ. ქებაძე -5 მან., ვ. ახვლედიანი -5 მან., ა. გოცირიძე -5 მან., ლ. გოცირიძე -5 მან., ა. ალხაზიშვილი -4 მან., პ. გელოვანი -3 მან., ვ. ხუჭუა -2 მან., მ. კალანდარიშვილი -2 მან., ლ. აბდუშელიშვილი -1 მან.50 კაპ., ვ. ჩიკვაიძე -1 მან.50 კაპ., დ. თედეშვილი -1 მან., მ. შენგელია -1 მან.

პირები
წყარო

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 1-ელ აგვისტოს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მოსე მიხეილის (მიქაელის) ძე ლეჟავა გარდაიცვალა.