რეგისტრირებული ფაქტები81534
სორტირება თარიღი მზარდობით
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 19 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სამუზეუმო კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი, მდივანი ლუარსაბ ბოცვაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე. სამუზეუმო კომისიის წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და დავით ჯორჯაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სამუზეუმო კომისიის კრებამ გადაწყვიტა მუზეუმისთვის ადგილი ვერაზე შეეძინა, რომელსაც ფიქრის გორა ეწოდებოდა. ხელს აწერენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 20 სექტემბერს ოლღა გიორგობიანი დაინიშნა ჭიათურის ბერძნების სკოლაში მასწავლებლად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 20 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის თავადაზნაურობის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ (თავმჯდომარე –მელქისედეკ ფაღავა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოყოფილი 100 მანეთი გადაურიცხა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს ნინო შიუკაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობა გაუგზავნა და თელავის დაწყებით სკოლაში მისი მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ მასწავლებელ ნინო შიუკაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობა (N7449) გაუგზავნა და მისი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ აუწყა, რომ გამგეობის თავმჯდომარის, მაქსიმილიანე ჭავჭავაძის თხოვნით სახალხო სკოლათა დირექტორმა ნინო შიუკაშვილს კეთილსაიმედოობის მოწმობის წარდგენამდე სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ნება დართო. შიუკაშვილს ეს მოწმობა 1911 წლის 10 ნოემბრამდე უნდა წარედგინა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილება გაიხსნა 1909 წლის 4 აპრილს, საქმიანობას შეუდგა – 9 ივნისს; 1911 წლის 25 სექტემბერს გაიმართა განყოფილების წევრთა საზოგადო კრება (თავმჯდომარე – ი. გ. შვილევი, მდივანი – ვარ. ბურჯანაძე), რომელმაც განიხილა 1910 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1910-1911 წლის სწავლა-აღზრდის ანგარიშები.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებას 205 წევრიდან 52 ესწრებოდა. კრების თავმჯდომარის, იოსებ შვილევის წინადადებით დამსწრეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს მიხეილ ყიფიანის, დავით სარაჯიშვილისა და დიმიტრი მაისურაძის ხსოვნას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებაზე ქალთა წრის წარმომადგენელმა, სოფიო კალანდარაშვილმა მოხსენება წაიკითხა ქალთა პროფესიული სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებამ დაამტკიცა ქალთა პროფესიული სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც სხდომის თავმჯდომარისთვის უნდა დაებრუნებინათ 400 მანეთის თამასუქი. კრების დადგენილებით ქალთა პროფესიული სკოლა უწინდებურად გამგეობის განკარგულებაში რჩებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 26 სექტემბერს ალავერდის ეპისკოპოსმა დავითმა თელავში დაწყებითი სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 28 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ 26 სექტემბერს ქ. თელავში გაიხსნა სკოლა ერთი განყოფილებით. სკოლაში 8-დან 12 წლამდე ასაკის 40 შეგირდი სწავლობდა, ქალი –16, ვაჟი – 24. 36 ბავშვი გლეხის ოჯახიდან იყო, ორი – მღვდლის ოჯახიდან, ერთი – აზნაურის შვილი, ერთი ქალაქიდან. 11 ბავშვი – თელავიდან, 29 – ახლომახლო სოფლებიდან. სწავლის ფასი წელიწადში 6 მანეთი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების 1910 წლის 20%-ის, 107 მანეთის თელაველებისთვის დათმობა, რადგან ეს ფული საჭირო იყო ახლად გახსნილი სკოლის შესანახად. თელავის განყოფილებას, რომელსაც საკმაოდ უჭირდა მატერიალურად, ტვირთად აწვა ქ. თელავში წიგნის მაღაზიის შენახვაც. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 ოქტომბერს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თელავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, თელავის განყოფილებამ 1910 წლის შემოსავლიდან 20%-ის დათმობა შესთავაზა. მთავარმა გამგეობამ ეს წინადადება არ მიიღო. თავისი სკოლებისა და სამკითხველოების ხარჯები განყოფილებას საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.