საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „რა დროს ლხინია“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა დივერტისმენტს ნატალია მერაბის ასული გაბუნიას, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისას, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისას, ვასილ ალექსის ძე აბაშიძის, დავით მერაბის ძე გამყრელიძის, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევის, ვალერიან ლევანის ძე გუნიას და სხვ. მონაწილეობით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს აზ. ი. გომელაური სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ი. დ. ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავადაზნაურთა კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს იოსებ ცისკარიშვილი სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ღამბაშიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის მიერ იყო გადმოკეთებული ვოდევილი „ბაიყუში“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის სექტემბერში ილიკო კიკნაძის ინიციატივით ხარაგაულში ერთკლასიანი სამრევლო სკოლა გაიხსნა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბინი სამსახურში გარდაიცვალა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კახიძე ფოთის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში თბილისის მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ვიქტორ ანტონის ძე მარტინოვსკიმ ავადმყოფობის გამო თანამდებობა დატოვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძემ მეჯვრისხევის ბიბლიოთეკას 48 წიგნი და „მწყემსის“ რამდენიმე ნომერი შესწირა, დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილმა – 3 მანეთი, ილ. რუხიშვილმა – 33 წიგნი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 ოქტომბერს ივანე ალექსოვმა კავკასიის პირველ საგრენადერო არტილერიის ბრიგადის ყარაულს, ზელმან ისერმანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ყარაულმა კი ალექსოვი ხმლით დაჭრა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა კონსტანტინე გურიელისა და თეოდორე ჩხარტიშვილის წერილი, რომელშიც ისინი საზოგადოებას შემოქმედში უფასო სახალხო სამკითხველოს დასაარსებლად წიგნებითა და თანხით დახმარებისაკენ მოუწოდებდნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სიმონ აბრამოვი იაკობ ზილბერბეგის აგურის ქარხანაში მუშად მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს სიმონ აბრამოვმა იაკობ ზილბერბერგის აგურის ქარხნის კანტორის გამგეს, პეტრე ნაიმოვს 300 მანეთი მოჰპარა და მიიმალა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს პეტრე ნაიმოვი იაკობ ზილბერბერგის აგურის ქარხნის კანტორის გამგე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ელიზბარ მურძაყანის ძე მიქელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კულაშში მდებარე 2 დესეტინა და 1768 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დავით პეტრეს ძე მიქელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კულაშში მდებარე 2 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწები და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქაიხოსრო თაყას ძე ჯაფარიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ობჩაში მდებარე 5 დესეტინა და 2000 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ეზო, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არკადი სიმონის ძე ღოღობერიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ გოჩაჯიხაიშში მდებარე 3 დესეტინა და 1417 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხეილ ბეკოს ძე აგიაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ტყაჩირში მდებარე 15 დესეტინა და 1251 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ გიორგის ძე აბულაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ საყულიაში 165 დესეტინა სახნავ–სათესი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამსონ ტარიელის ძე , იასონ ალმასხანის ძე და გიორგი ანტონის ძე წულუკიძეებს, ივანე გლახუას ძე ქუთათელაძეს და სტეფანე დავითის ძე ფურცელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ეწერში მდებარე 161 დესეტინა და 2016 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.