საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაკ ავაქოვი III ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით თოხარელი არდაგანის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით არსენ ანუჩინი თბილისის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არსენ ანუჩინი სტავროპოლის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ისაკ ავაქოვი სოხუმის ტელეგრაფის სადგურზე მუშაობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ისაკ ავაქოვი ქუთაისის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართულ დრამატულ დასს არწუნისეულ თეატრში უნდა წარმოედგინა ოსტროვსკისა და სოლოვიოვის სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას ი. გ. ვაჩნაძისა და აზ. ი. გომელაურის პროტესტი თანხის განაწილებასთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ ღარიბ წევრებს უფრო მეტი შესატანი დაუწესა, ვიდრე მდიდრებს და სწორედ ნაკლებშემოსავლიან ადამიანებს დააწვა მეტი პასუხისმგებლობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას სურდა შეძლებული წევრებისთვის ნაკლები თანხა გადაეხდევინებინა, ხოლო ნაკლებშემოსავლიანებისთვის კი – ბევრად მეტი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის მაზრამ სხვა მაზრებთან შედარებით სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის შექმნა დააგვიანა და ყველაზე ბოლოს დაასრულა ეს საქმე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, გურჯაანის კორესპონდენცია ატყობინებდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ გულგრილობა გამოიჩინა და არასამართლიანად გაუნაწილა თავადაზნაურებს შესატანი თანხის რაოდენობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველი ადამიანი გულგრილობას სმის, ქეიფის და უთავბოლოდ ფულის ხარჯვის დროს კი არ იჩენდა, არამედ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების და გადაწყვეტის დროს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველები ხელგაშლილი, გულახდილი, გულწრფელი, სულგრძელი რაინდები იყვნენ და თუკი რაიმე ძალიან სურდათ თავს არ დაზოგავდნენ, აუცილებლად მოიპოვებდნენ მას, თუნდაც ამ თავგანწირვით საფრთხეს გადაყროდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ძალიან გამოცდილი და სახელგანთქმული კალამი იყო საჭირო ქართველების ხასიათის აღსაწერად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი გაკვირვებას გამოხატავდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრები გვერდს უქცევდნენ ისეთ კეთილშობილურ საქმეს, როგორიც სკოლის ფონდისთვის თანხის გამოყოფა იყო და ერთხმად უჭერდნენ მხარს გაურკვეველი კეთილშობილური ფონდის შექმნას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე განიხილეს და ერთხმად მიიღეს მაზრისთვის კეთილშობილური ფონდის ჩამოყალიბების საკითხი. ფონდი ადამიანების სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებმა შეადგინეს კომისია, რომელიც საფუძვლიანად გამოიკვლევდა და შეისწავლიდა ბატონების მიერ ყოფილი ყმებისთვის საძოვრების გადაცემის საკითხს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა კრების წევრებმა ბატონების მიერ ყოფილი ყმებისთვის საძოვრების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, დაუჯერებელი იყო, რომ მთელს სიღნაღის მაზრაში არ არსებობდა ოჯახი, რომელიც სათავადაზნაურო სკოლის ფონდს 400 მანეთს შესწირავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ თავად-აზნაურებმა სკოლის ფონდისთვის სულ 4 500 მანეთი შეაგროვეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებმა შეძლებულ თავადაზნაურებს სკოლის ფონდში შესატანად დამატებით კიდევ 50 მანეთი გადაახდევინეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე მარშალმა დამსწრე წევრებს მიმართა, რომ სკოლის ფონდისთვის გამნაწილებელი კომისიის მიერ შედგენილ სიებს ვერ გააუქმებდნენ, ვერც თავად კომისიას შეცვლიდნენ, თუმცა თუკი სურდათ ზოგიერთი წევრისთვის შესატანი თანხის რაოდენობა გაეზარდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრები ითხოვდნენ სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის მიერ შედგენილი სიები გაუქმებულიყო, ახალი კომისია აერჩიათ და შესატანი თანხა თავიდან გაენაწილებინათ თავადაზნაურებზე.