რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პელაგია ერმილეს ასული ლომჯარია 1917 წელს დაარსებული ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე საბას ძე ვაშაყმაძე 1917 წელს დაარსებული ლიხაურის უმაღლესი დაწყებითი საშუალო სასწავლებლის ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გიორგი სიმონის ძე წითლიძე 1918 წელს დაარსებული ხვარბეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დიმიტრი მიხეილის ძე ნაცვლიშვილი, რომელსაც გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, 1918 წელს დაარსებული ხვარბეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგანთა მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გაბრიელ ჯამულეთის ძე გოგუაძე, რომელსაც პეტერბურგის უნივერსიტეტის პედაგოგიური კურსები ჰქონდა დამთავრებული,1917 წელს დაარსებული ძიმითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის ქალთა ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ივლიტა იობის ასული გოგუაძე მუშაობდა 1917 წელს დაარსებულ ძიმითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სახალსო მასწავლებელი ამბროსი გიორგის ძე შევარდნაძე 1917 წელს დაარსებული ძიმითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს საკითხი ბ. ჩინჩალაძის ლათინური ენის სახელმძღვანელოს მიღების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე სოხუმის საშუალო სასწავლებელთა რევიზიის საქმე გრიგოლ ნათაძეს მიანდეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამტრედიის უმაღლესი დაწყ. სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლის მღვდელ კანდელაკის თხოვნა საპენსიო და ხუთწლეულების მისაღებად ძველი ნამსახური წლების ჩათვლის შესახებ. დაადგინეს, ჩაეთვალოს არსებული კანონის თანახმად და მიეცეს ხუთწლეულები მხოლოდ ერთი თვის, დამტკიცების დღიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს კირაკოზოვის საბუღალტრო კურსების წესდებისა და პროგრამების დამტკიცების საკითხი. დაადგინეს: დამტკიცდეს პროგრამა და წესდება და ეწოდოს „კერძო საბუღალტრო კურსები“. კურსებზე სავალდებულო იყოს სახელმწიფო ენის სწავლება.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის მასწავლებელთა კავშირის შუამდგომლობა ოზურგეთში მასწავლებელთა გამომცდელი კომისიის დაარსების შესახებ. კომისიის მოწვევა დაევალა ქუთაისის გამომცდელი კომისიის თავმჯდომარე სილოვან ხუნდაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ახალქალაქის ფერმის ყოფილი გამგის, ზემლიანსკის ერთდროული დახმარების შესახებ და დაადგინეს, მიეცეს 400 მან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს თხოვნა დაბალ სკოლათა მთავარგამგის, გ. ჭუმბურიძისათვის ავადმყოფობის გამო ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. დაადგინეს, დახმარების სახით მიეცათ 1500 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს უწყებებში მყოფ დაწესებულებათა ბეჭდების და სასწავლებელთა ატესტატების ნიმუშების შემუშავების საკითხი. ნიმუშის შედგენა დაევალა კანცელარიის დირექტორს, გ. ბერიძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 13 თებერვლის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვ. მ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 თებერვალს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე განიხილეს სილოვან ხუნდაძისთვოს ჯამაგირის მიცემის საკითხი 6 თვის განმავლობაში ქუთაისის სასწავლებელთა კომისრის თანამდებობის ასრულების გამო. კანცელარიის დირექტორს მიენდო მოხსენების შედგენა საკითხის მთავრობისთვის წარსადგენად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის დონდუას გიმნაზიისა და პროფესიული სასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. საბჭომ საჭიროდ ჩათვალა, ეს სასწავლებელი მთლიანად გადაკეთებულიყო პროფესიულ სასწავლებლად. დახმარების საკითხი უსახსრობის გამო გადაიდო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს რკინიგზის სასწავლებელთა ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების საკითხი. დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მიანდეს ამ საკითხზე მოხსენების შედგენა მთავრობაში წარსადგენად.