საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში წაიკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს რუსეთთან დამოკიდებულება (1697–1706 წლები)“.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნინა ბახვას ასული თევზაია, ივლიტა ჩიჩუა, ოლღა ფილიპეს ასული არსენიშვილი, იორონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო გასავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 1910 წელს შემოსავლის 20% – 130 მანეთი – მთავარ გამგეობას გაეგზავნებოდა, მაღაზიის მოწყობას 600 მანეთი დასჭირდებოდა, საკანცელარიო და საფოსტო ოპერაციებს – 15, მოულოდნელ ხარჯებს – 50 მან. სულ 1910 წლის თელავის განყოფილების სავარაუდო გასავალი 795 მანეთი იქნებოდა.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს კარაკლისში.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლობიდან (წინამძღოლობიდან) გადადგა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ელენე ბახტაძე საცხოვრებლად რუსეთში ჩავიდა. მან ნოვოროსიისკში დაწყებითი სკოლა დააარსა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლამდე მარიამ ივანეს ასული დემურია ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და მისი რედაქტორი იყო.

1910

ტიპი: განათლება

1910-1911 წლებში თინათინ ჯავახიშვილი სწავლობდა საქართველოს ქალთა საზოგადოების სკოლაში.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს თინათინ ჯავახიშვილმა დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს თინათინ ჯავახიშვილმა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში და ჩაირიცხა პირველ მოსამზადებელ განყოფილებაში.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს სოლომონ ცაიშვილი მიაბარეს სამრევლო სკოლაში.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის თარგმანი „მხვნელ-მთესველის მეგობრები“.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართული ლიტერატურისა და მწერლობის სიყვარული სოლომონ ცაიშვილს ჯერ კიდევ 1910 წელს სამრევლო სკოლაში ჩაუნერგა ცნობილი მწერლის იონა მეუნარგიას ოჯახმა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1914 წლებში ბენიამინ ზაქარიას ძე პეტრიაშვილი გლო­ლის იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1913 წლებში რაჟდენ ივანეს ძე ჩიხლაძე მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1914 წლებში ბიკენტი ჯაფარიძე ლი­ხე­თის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-16 წლებში მიხეილ ევგენის ძე ჩიქვინიძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლიდან ნოე რამიშვილი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა სამშობლოში გააგრძელა.