რეგისტრირებული ფაქტები87735
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წელს იოსებ იმედაშვილი მელიტონ გობეჩიასთან ერთად დროებით იჯდა მეტეხის ციხეში.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-17 წლებში პლატონ ქრისტეფორეს ძე ცინცაძე წიაღუბნის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-17 წლებში თომა გარსევანის ძე დემეტრაძე ჭოგნარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-17 წლებში დავით პავლეს ძე კვიჟინაძე ხონის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-17 წლებში იოვანე იოსების ძე გიორგაძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა პაპა, მახარე დედაბრიშვილი.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზაქარია დედაბრიშვილი მისი მამა იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი და მისი ძმა დედამ თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ ვარშავაში მის მიერ შექმნილ ქართველთა წრის მოქმედებების გამო დაპატიმრებისას ბევრი ხელნაწერი ჩამოართვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ ვარშავაში მის მიერ ჩამოყალიბებულ ქართველთა წრის მოქმედებების გამო დაპატიმრებულს განსაკუთრებით ეხამუშებოდა ციხის კედელზე გაკრული ტუსაღის ათი მუხლი, რომლის მიხედვით პიროვნება ნომრად იყო ქცეული.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში სასწავლებლად ჩასულს იქაურ ქართველთა წრის მოქმედებების გამო ცხრა თვით მოუწია ციხეში ჩაჯდომა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში ქართველთა წრის ერთ-ერთი წევრის, ფილიპე მახარაძის, უტაქტო მოქმედების გამო ქართველები, მათ შორის შიოც, ციხეში ჩაუსვამთ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში მცხოვრებ ქართველთა წრეში ვრცელდებოდა „ლიგა საქართველოს თავისუფლებისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მის მიერ ვარშავაში შექმნილმა ქართველთა წრემ შეიმუშავა დოკუმენტი „ლიგა საქართველოს თავისუფლებისა“.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მან ვარშავაში ქართველთა წრე შექმნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში სასწავლებლად მყოფი სრულიად უსახსროდ დარჩენილა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში სასწავლებლად ჩასულს ერთადერთი თუმანი ნაცნობმა პორუჩიკმა მ-ძემ გამოართვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში უფულოდ დარჩენილს მრევლიშვილი დაეხმარა და ისეთი ბინა უშოვა, სადაც წინასწარ გადახდა არ იყო საჭირო.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში სასწავლებლად ჩასულს მხოლოდ თუმანი ჰქონდა ჯიბეში.

