საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 29 აგვისტოს ბაქოში არსებული ქართული დრამატული დასი (არსებობდა 1903 წლიდან და სისტემატურად მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს) შეუერთდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თეატრალურ კომისიას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 აგვისტოდან 1910 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა შემდეგი სპექტაკლები: „პატარა კახი“, „მარუჩა“, „თამარ ცბიერი“ და „სიძე-სიმამრი“. ოთხივე წარმოდგენას ერთად 1700 მაყურებელი დაესწრო. სპექტაკლების შემოსავალმა 1287 მანეთი და 29 კაპიკი შეადგინა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 1-ელ სექტემბერს ბენედიქტე თომას ძე გაბისონია ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის პირველი სექტემბრიდან ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის პირველი სექტემბრიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ზესტაფონის საკვირაო სკოლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა საზოგადოებისათვის შესაწირად გადაცემული წიგნების ჩამონათვალი: XVI საუკუნის მეტაფრაზი, ხუცური ხელნაწერი, XVII საუკუნის ხელნაწერები – მარხვანი, პატარა კურთხევანი, ლოცვანი, ზატიკი, ხუცური, ღვთისმშობლის სვინაქსარი და საქრისტიანო მოძღვრება, XVIII საუკუნის ხელნაწერები – ღვთისმშობლის დაუჯდომელი და პარაკლისი, სადღესასწაულო, ანტონ კათალიკოსის გრამატიკა, ქართლის მოქცევა, XIX საუკუნის გეოგრაფია და არითმეტიკა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებიც მას საზოგადოებისათვის შესწირეს: „სახარება“ „პალიმპსესტი“, „მარგალიტნი“, „მამათა სიტყვანი“, „საუკუნის მარხვანი“, XVI საუკუნის „საგალობელნი“, XVII საუკუნის „ზიარების ლოცვანი“ და XVIII საუკუნის „ხელთუქმნელი ხატის პარაკლისი“.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამაცრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ორი განყოფილებით.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ ქალაქის ცენტრში სკოლის ასაშენებლად მიწა შეიძინა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის სექტემბერში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის სექტემბერში ივანე გომართელი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის სექტემბერში იოსებ იმედაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების საქმისმწარმოებლად მიიწვიეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისში გამართულ მეურნეთა ყრილობაზე თავმჯდომარედ იაკობ ფანცხავა აირჩიეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისის გუბერნიაში გვალვის გამო საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე, თავმჯდომარე იაკობ ფანცხავამ ისაუბრა მოსახლეობის შიმშილისგან დახსნის სტრატეგიების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის შემოდგომაზე გვალვის გამო საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე იაკობ ფანცხავა გაკვირვებული დარჩა, რომ განსახილველ საკითხთა შორის არ იყო მოუსავლიანობის დროს დაზარალებული მოსახლეობის შიმშილისაგან დახსნის გზები და თავად დააყენა ეს საკითხი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის სექტემბრიდან 1912 წლის მაისამდე თევდორე კიკვაძე ოზურგეთში ცხოვრობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის სექტემბერში თედო კიკვაძე ოზურგეთში დასახლდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გიორგი ლასხიშვილის განცხადება არჩილ ჯორჯაძისათვის აკაკი წერეთლის ფონდიდან ყოველთვიური დახმარების დანიშვნის შესახებ. გამგეობამ ჯორჯაძეს გამოჯანმრთელებამდე თვეში 5 თუმანი დაუნიშნა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრებისა და არქიტექტორების სხდომის პროტოკოლი ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრების დადგენილებით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის გეგმის განხორციელების შესახებ სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილს უნდა მოლაპარაკებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის თხოვნა ბიბლიოთეკიდან ხელნაწერების შესასწავლად მიცემის შესახებ. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საისტორიო-საარქეოლოგიო სექციას მიანდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის წიგნის მაღაზია „სინათლის“ მეპატრონის, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დგებუაძეს გაეხსნებოდა 200 მანეთის კრედიტი, რისთვისაც მას საზოგადოების სენაკის განყოფილების მიერ დასახელებული ორი პირის მიერ ხელმოწერილი ვექსილი უნდა წარედგინა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი შარაბაძის თხოვნა, დახმარებოდნენ ქართული სტამბის მოწყობაში. გამგეობის გადაწყვეტილებით შარაბაძეს ძმები ზუბალაშვილების თანხიდან 100 მანეთი გადაეცემოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალა, რომ ოლღა გურამიშვილისთვის ეთხოვა 30 ათასი მანეთის ვექსილის ნაცვლად საზოგადოებისთვის ვალდებულების ქაღალდი გადაეცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენება გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის სამკვიდროს შესახებ.