რეგისტრირებული ფაქტები87735
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ვასილ ევდემონის ძე კოზმინი, რომელიც იყო საეკლესიო მამულების საქმეთა სტოლონაჩალნიკის, ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძის მოადგილე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი კონსტანტინე მიხეილის ძე ჭიჭინაძე იყო კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობის შემსრულებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძე იყო სამეფო კარის მრჩეველი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ქართული ხოროს ლოტბარად და ხელმძღვანელად იოსებ ივანეს ძე რატილი მოიწვიეს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მხატვარ მიხაი ზიჩს „ვეფხისტყაოსნიდან“ ავთანდილისა და ფატმანის მარტო ყოფნა ჰქონდა დახატული, რომელსაც ვენაში სურათები გადაუღეს და ამ სურათების მბეჭდავმა „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემლებს გაუგზავნა წერილი წიგნის ფორმატისა და ტექსტის ზომები მიეწერათ, რათა სურათები დაემზადებინა გამოცემისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილის ღამეს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ისზი-გადჟი-კერიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცევს და 980 მანეთის ღირებულების საქონელი გაიტანეს. დამნაშავის საპოვნელად გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით იოსებ ხოჯაევი საგუბერნიო სამმართველოს საქმისმწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ბერიძე კავკასიის კავალერიის ესკადრის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერიძეს პოდ-პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არგენტოვი დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის პოდპორუჩიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ ერთგული, ჭკუამოკლე პერონაჟის გეგეს როლი კ. მ. მაქსიმიძემ მარდად, გამბედავად და ჩვეული განცდებით ითამაშა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ტრუბეცკოის შტაბ-როტმისტრის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით არგენტოვს პორუჩიკის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტროფიმოვი 21-ე არტილერიის ბრიგადის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ტროფიმოვს შტაბს-კაპიტნის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხამალოვი მე-20 არტილერიის ბრიგადის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ხამალოვს შტაბსკაპიტნის წოდება მიანიჭეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძველი სენაკის მაზრის უფროსი ბებურიშვილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 თებერვალს ბებურიშვილის განკარგულებით ძველი სენაკის მაზრების: ეკის, ნოსირის და გეჯეთის თავადაზნაურობა შეიკრიბა. მათ დაავალეს, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ასაშენებლად შესაწირი გაეღოთ. ახალმოწვეულმა თავადაზნაურებმა დიდი გულუხვობა გამოიჩინეს. ასევე, კრების წევრების მესამედმა ნაწილმა ადგილზე ფული შეაგროვეს, დანარჩენებმა კი ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანხის შეტანაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი წერდა, რომ დიდად დაავალებდნენ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი და სხვა ქართველი ხელოვანები თუკი გადასცემდნენ რაიმეს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის მოსართავად. დახმარების მსურველებს თავიანთი ნახატები გაზეთ „ივერიისთვის“ უნდა ჩაებარებინათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი წერდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის მოსართავად იყენებდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ მონასტრების ჩუქურთმებისთვის გადაღებულ ფოტოებს.

