რეგისტრირებული ფაქტები87673
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სოფელ ბასილეთში მცხოვრები ექიმი ფოტინე გიტოს ასული თავართქილაძე უმძიმეს დაავადებებს კურნავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივნისში ხარაგაულელებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ წიგნსაცავი და სამკითხველო, რომელსაც თავიანთი ხარჯით შეინახავდნენ. ნებართვის აღება ვასილ ბიჭიას ძე კიკნაძემ აიღო თავის თავზე და თხოვნით გუბერნატორს მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ-ვოლინსკის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკიფორე მამინაიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში ისევ ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი თვითმმართველობის შემოღების წლიდანვე საბჭოს ხმოსნად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვმა მომრიგებელ-მოსამართლედ და ბრალმდებლის ამხანაგად მუშაობის შემდეგ სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და ნაფიც ვექილთა რიცხვში ჩაეწერა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე ვასილის ძე გუქასოვი იყო ტყეთა ზედამხედველი სიღნაღის ოლქში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანასეინი პეტერბურგელი პროფესორი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. სპირიდონ აბესაძემ სკოლას მოსწავლეებისთვის ფურცლები და ფანქრები, ხატი და ხელმწიფე იმპერატორის ჩარჩოში ჩასმული სურათი შესწირა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებული ილია მოსეს ძე კიკნაველიძე საქართველოს ეგზარხოსის კანცელარიის გამგის თანაშემწედ მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 მარტს გამართულ ქალაქის სასკოლო კომიტეტის თათბირზე გადაწყდა, ავლაბრის სკოლის ზედამხედველად ქალაქის სახელოსნო სასწავლებლის მეთვალყურე აღნიაშვილი დაენიშნათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ უფროსმა სავაჭრო-სამეურნეო ზედამხედველმა ქალაქის გამგეობაში აღწრა შუამდგომლობა, ჩარჩების გასაკონტროლებლად დაეშვათ ცხენოსან-დარაჯის თანამდებობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვ. ნ. პავლოვის თავმჯდომარეობით თბილისელ მასწავლებელთა კრება გაიმართა. კრებაზე უცხო ენის ბუნებრივი მეთოდით სწავლების შემოღებაზე იმსჯელეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია მოსეს ძე კიკნაველიძე იმერეთის სინოდის კანტორის მაგიდის უფროსად მუშაობდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდი რჩეული სიმღერების კონცერტს გამართავდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ი. ზურაბიშვილი ხაზინადარი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლაი ხოდოტოვი რუსი მსახიობი იყო.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით დანიელ, ისხაკ, აბრამ და შაფათა ისრაელის ძე ხანანაშვილები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შამოელა და მანუახა შაფათას ძე ფიჩხაძეები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შამოელ, მიხაილ და რაფაელ ისხაკას ძე ბუზიაშვილები ძმები იყვნენ.

