რეგისტრირებული ფაქტები87657
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ზურაბ დავითის ძე ოდიშელიძე, რომელიც იყო საეკლესიო მამულების საქმეთა სტოლონაჩალნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ანდრეი პავლეს ძე ბეჟანბეკოვი იყო კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობის შემსრულებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის მიხედვით, კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ფელიქს სამუელის ძე პოლუხტოვიჩი სამეფო კარის მრჩეველი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ნიკოლოზ სოლომონის ძე სარქისოვი იყო კოლეგიის ასესორი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი მინა ივანეს ძე ჩარკვიანი იყო ტიტულარული მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე პეტრეს ძე ვართანოვი იყო კოლეგიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდნენ ნიკოლოზ სოლომონის ძე სარქისოვი, ფელიქს სამუელის ძე პოლუხტოვიჩი, პეტრე პავლეს ძე ბეჟანბეკოვი და კონსტანტინე მიხეილის ძე ჭიჭინაძე, რომლებიც იყვნენ სახაზინო რწმუნებულები ამიერკავკასიის ტერიტორიული დაყოფის განხრით.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდნენ ალექსანდრე პეტრეს ძე ვართანოვი, ალექსანდრე ილიას ძე ანიკიევი, მინა ივანეს ძე ჩარკვიანი და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჯავახოვი, რომლებიც იყვნენ სახაზინო რწმუნებულები ამიერკავკასიის ტერიტორიული დაყოფის განხრით.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდნენ ჰენრიხ ივანეს ძე შარერი და თევდორე კარლის ძე ველიანსკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი თევდორე კარლის ძე ველიანსკი იყო გერმანული კოლონიის ზედამხედველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ჰენრიხ ივანეს ძე შარერი იყო სახელმწიფო ბაღების მმართველი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ჭავჭავაძის მამულში დაიწყეს მუშაობა, დაბარეს ზვრები და ხელოსნები მამულისთვის სხვადასხვა საჭირო შენობების მშენებლობას შეუდგნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩუდნოვსკი პეტერბურგელი პროფესორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში ი. ვ. გოპაძის დისერტაცია ძალიან მოეწონათ პროფესორ ჩუდნოვსკისა და მანასეინს. დამსწრე საზოგადოებამაც მხურვალე ტაშით დააჯილდოვა გოპაძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ახალბედა პროფესორი იყო, თუმცა საქმის ცოდნით ყურადღება მიიქცია ოდესის სამეცნიერო წრეში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ოდესის სამეცნიერო წრეში ცნობილი იყო, როგორც ხელოვანი, ქიმიკოსი და მას საკუთარი ნაშრომებით არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ნიჭი, ცოდნა და სიბეჯითე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თარხნიშვილი პეტერბურგში ისეთი სახელგანთქმული და პატივსაცემი მეცნიერი იყო, რომ მის საჯარო ლექციაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა,ადგილი არ რჩებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ქუჩები მოუწესრიგებელი იყო და ქალაქის გამგეობა ყურადღებას არ აქცევდა. სწორედ ამიტომ, ყორღანოვის ქუჩის მცხოვრებლებმა გამოსავალი იპოვეს და ქვაფენილის დასაგებად თანხა შეაგროვეს, გადასცეს ამავე ქუჩის მცხოვრებელ ვასილიევს, რომელმაც ქალაქის გამგეობიდან ნებართვა აიღო, რათა სამუშაოები დაეწყოთ მუშებს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დონდაროვი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.

