საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93586

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს არტემ ჯიჯიხია წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-1912 წლებში გიორგი თაყაიშვილმა სამსახური გააგრძელა კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის I ასეულში.

1910

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე თაყაიშვილი იყო ირკუტსკის ჩემპიონი ჭადრაკში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-1911 წლებში სოლომონ ყარალაშვილი კავკასიის მეფისნაცვალთან მსახურობდა სამხედრო-სახალხო სამმართველოში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში სიმონ ესაძე თავადაც მონაწილეობდა ვასილ ამაშუკელის ფილმში „ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით“.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ლეო კერესელიძემ დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტის ხარისხი.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ჟენევის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა გიორგი კერესელიძე.

1910

ტიპი: განათლება

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ცოდნას იღრმავებდა ბერლინსა და სორბონაშიც.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ევროპის წიგნთსაცავებსა და მუზეუმებში იკვლევდა დიპლომატიურ ურთიერთობებს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ევროპაში ყოფნისას წერდა მოთხრობებს.

1910

ტიპი: ავტორობა

ლეო კერესელიძის მოთხრობების კრებული სათაურით „აღმოსავლური ფანტაზიები“ ნათარგმნია ფრანგულიდან სხვა ევროპულ ენებზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იან წლებში ლეო კერესელიძის შექმნილ მოთხრობების კრებულს „აღმოსავლური ფანტაზიები“ წინ უძღოდა საქართველოს მოკლე ისტორია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იანი წლებში ლეო კერესელიძე პუბლიცისტური საქმიანობით იყო დაკავებული.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იანი წლებში ლეო კერესელიძე პუბლიცისტურ კვლევებს ატარებდა, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ზაქარია ყიფშიძემ პირველი თანრიგით დაასრულა საინტენდანტო სასწავლებელი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის შემდეგ ზაქარია ყიფშიძე დროდადრო საკუთარ ნაწარმოებებსა თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.

1910

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1910 წელს გიორგი ერისთავი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში გიორგი ერისთავს აგრეთვე მიღებული ჰქონდა საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კომანდორის ჯვარი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში გიორგი ერისთავს აგრეთვე მიღებული ჰქონდა იტალიის „წმინდა მავრიკის და წმინდა ლაზარეს“ ორდენის კომანდორის ჯვარი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ირაკლი ვეზირიშვილი გენერალ პავლე ციციანოვის 156-ე ელისავეტპოლის ქვეით პოლკში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ევგენი იმნაძე მე–3 გრენადერთა პერნოვის პოლკში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ევგენი იმნაძე მე–15 სამწყობრო პოლკის ბატალიონში მსახურობდა.