რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ზაზა კიკნაძე, ვლადიმერ კიკნაძე, ილია მაისურაძე, ბესარიონ მაჭარაშვილი და დარია ივანეს ასული მოისეევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს მიხეილ უზნაძე, ვლადიმერ ფირცხალავა, სოსო ქალიაშვილი, ტროფიმე წინამძღვრიშვილი და ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ზაქარია თევდორეს ძე დანელია, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე, რაჟდენ ათანასეს ძე ზაქარაშვილი, რაჟდენ გვერდწითელი და ანდრო თედიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ვიქტორ ყიფიანი, ვასილ ხვედელიძე, გიორგი ხუციშვილი, ალექსანდრე ხმალაძე და პლატონ ივანეს ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ერასტი აბრამიშვილი, ვასილ ახალკაცი, ვანო გელაშვილი, იაგორ დინარაძე და გიორგი თაქთაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს დავით თაყაიშვილი, სოლომონ თვარაძე, ლექსო თედიაშვილი, ივანე კანდაუროვი და ილარიონ ნიკოლოზის ძე კურტანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს იასონ მაისურაძე, ივანე მელნიკოვი, მარიამ მესხიძე, გიგო მეტრეველი და ალექსანდრე ნოზაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 18 თებერვალს გიორგი პაქსაშვილი, პოლიქრონიონ ტოლმირიდი, იაგორ ივანეს ძე ქიმერიძე და მიხეილ დიმიტრის ძე ქიმერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 18 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „დანაშაული და სასჯელი“.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 19 თებარვალს პავლე ჯაფარიძე შიომღვიმის მონასტერში ბერ დიაკვნად აკურთხეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 21 თებერვალს პავლე ჯაფარიძე შიომღვიმის მონასტერში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
ვლადიმერ ივანეს ძე, არჩილ, ვანო და ბაბალე მაჭავარიანები, სოლომონ იოსების ძე და ანნა შიოს ასული ნაცვლიშვილები, მარიამ ისაკის ასული მაჭავარიანისა და ნატალია ნიკოლოზის ასული მაყაშვილისა გაზეთ „ახალ სხივში“ თიკო (თინათინ) იოსების ასულ მაჭავარიანის გარდაცვალებას იუწყებიან. პანაშვიდები რევაზოვის ქ. N 5-ში გაიმართებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს ქართულ თეატრში კოტე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა. ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და დასი წარმოადგენდა გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილ ფრანგი დრამატურგის, თეოდორ გერელის სამმოქმედებიან პიესას „ხალხის სიკეთე“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა რკინიგზის სახელოსნოში თედო დოლიძესთან, „სბორნი“ ცეხის კანტორაში – ი. მამაცევთან და „ტოკარნი“ – ცეხში ს. ჩიკვაიძესთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.

