რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ადამი ხმალაძე მილიციის პრაპორშჩიკი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხირსელოვი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1 მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით ხირსელოვი თელავის მაზრის სამმართველოს თარჯიმნად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით, სუმბათ ლაზარევი თბილისის სასამართლო პალატის თანამშრომლად დაინიშნებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ე. მ. კასუმოვმა ალექსანდროვის ყმაწვილთა თავშესაფარს ავლაბარში მდებარე 200 საჟენი ცარიელი მიწა შესწირა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. კასუმოვი პირველი გილდიის ვაჭარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიევი, არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და ალექსანდრე ნებიერიძე.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის სახელობის დღის აღსანიშნავად გაიმართა მეჯლისი, რომელიც პირველი იყო იმ ზამთარს. მეჯლისზე საგანგებოდ რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოს მთავარმართებლის, გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენის მეუღლე, ელიზავეტა დიმიტრის ასული როზენი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისში გამწესებულ მაიორ ხაჯაევს ტყვეობიდან გაქცევია პამბაკელი ძმები რაიმ ბეკ და საიდ ბეკ მამა-ალებოვები, რომელთა ხელშეწყობითაც აუმხედრებია ალექსანდრე ბატონიშვილს იმ მხარის თათრები.
1802
ტიპი: ღონისძიება
1802 წელს პოდპოლკოვნიკმა ფრიდონ გიორგის ძე სიმონოვიჩმა ოსების წინააღმდეგ გაილაშქრა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობა ვანქში ფერშლების მიერ ყვავილის აცრების გაკეთების შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 4 აპრილის ხსოვნის აღსანიშნავად თბილისში დაარსებული სამკურნალო დაწესებულების დირექტორი მიხეილ სერგის ძე შახ-პარონიანცი და მისი მოადგილე სტეფანე იგორის ძე ბასტამოვი მატერიალურად ეხმარებოდნენ მათ დაწესებულებაში მყოფ უპოვარ ავადმყოფებს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ა. ვრონსკი იყო ოპერის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბერევინი იყო ოპერის მსახიობი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, პავლე ალექსანდრეს ძე არდაზიანი პაციენტებს იღებდა მელიქოვის ქუჩა N12-ში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პავლე ალექსანდრეს ძე არდაზიანი იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დ. ნ. ჯაფარიძე პაციენტებს იღებდა მადათოვის ქუჩა 7-ში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დ. ნ. ჯაფარიძე იყო ექიმი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბ. შინკარიოვი იყო ექიმი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. შინკარიოვი იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. და ბ. შინკარიოვები პაციენტებს იღებდნენ ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ა. და ბ. შინკარიოვებმა დროებით შეწყვიტეს პაციენტების მიღება ღამის საათებში.

