საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92240

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატიის „მშვენიერება“ (სერგეი მაკოვსკის წერილიდან) მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „არ შეიძლება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან შალიკაშვილის „წერილი რედაქციის მიმართ“, პასუხი ამავე ჟურნალის №25-ში გამოქვეყნებულ ილია ბახტაძის წერილზე „კიდევ პროვინციულ წარმოდგენებზე“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 ივლისს ჭიათურაში ადგილობრივი დრამატული საზოგადოების სცენისმოყვარეებმა სოფრომ ტარუაშვილის, ივანე მგელაძისა და სხვათა მონაწილეობით პიესა „ებრაელები“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისს მეჯვრისხევში ადგილობრივი მსახიობებისა და ზაალ მაჩაბლის მონაწილეობით წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარლის „ციმბირელი“.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 13 ივლისს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი ნესტორ ზაქარიას ძე შვანგირაძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

საგურამოს მამულის მოიჯარე პ. ბ. სტაუგაიტისის განცხადების თანახმად, 1910 წლის 14 ივლისს საგურამოს თავს დაატყდა საშინელი სეტყვანარევი გრიგალი, რომელმაც ერთიანად გააჩანაგა ვენახები და ბაღ-ბოსტნები.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 14 ივლისს თბილისის მოურავი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 ივლისს ხონში ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ და დავით მესხის „ოთხი იმერელი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 14 ივლისს არშაკა სარქისას ძე მარტირუზოვმა და მისმა მეუღლემ, თამარა გალუსტას ასულმა მარტირუზოვისამ ექიმი აღამალოვი მოკლეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 16 ივლისს ილია ოდიშელიძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე სტაუგაიტისმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მასთან დაუყოვნებლივ ჩასულიყო წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს დაადგენდა და წინა წლის გვალვით მიყენებულ ზარალსაც გამოთვლიდა. მოიჯარე ითხოვდა, რომ გამგეობის წარმომადგენელი წინასწარ დათქმულ დღეს ჩასულიყო საგურამოში, რომ ის ადგილზე დახვედროდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს ქარელში ადგილობრივ სცენისმოყვარეთა – ნატალია გაბუნია-ცაგარლისა და ნიკოლოზ გოცირიძის – მონაწილეობით „ხანუმა“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 ივლისს ქარელში ნატალია გაბუნია უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე, ითამაშა სპექტაკლში „ხანუმა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „ოჯახი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ზარი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიმრავლე თუ ღირსება?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალუსტ შიხიანცის ლექსი „ვ. ნ. ჩერქეზიშვილის ხსოვნას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატიის „მშვენიერება“ (სერგეი მაკოვსკის წერილიდან) მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „ნაკადული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამმოქმედებიანი დრამის „საბედისწერო დამბაჩა“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „შავი აჩრდილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 1910 წლის 10-11 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების („მეგობრობა“ და „გაზაფხულის ნიაღვარი“) შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ პეტროსიანის წერილი „ბიბლიოგრაფია“.