საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით საფაროვი წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ კვანჭახაძე პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მახვილაძე პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ათანასე ნაცვლიშვილი პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გალაქტიონ ღოღობერიძე პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ დიდებულიძე პოლკოვნიკი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტეფანე ვასილის ძე ვასილკოვსკი ბაქო-მოზდოკი-როსტოვი სარკინიგზო ხაზის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბ ჩიკოიძე ერევნის პოლკის პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით საფაროვი დარუბანდის პოლკის პოლკოვნიკი იყო.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 11 ნოემბერს გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავის მოადგილე ივანენკომ საბჭოს პეტერბურგში გენერალ ალხაზოვის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა და 12 ნოემბერს ვანქის ტაძარში პანაშვიდზე წასვლა შესთავაზა. საბჭომ ივანენკოს წინადადება მიიღო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს მიხეილ ალექსანდრეს ძე ანანოვი 226 მანეთით დაეხმარა, ა. ა. ანანოვი – 25 მან., ვ. ი. ტერ-გრიგორიანცი – 15 მანეთით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში იაკობ გოგებაშვილის ფონდის დასახმარებლად 986. 2 მანეთი შეაგროვეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი ფოთის გამგეობის წევრი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზოსიმე ნემსიწვერიძე ქუთაისში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ი. კ. ვასილიევი კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ა. შევჩენკო, ი. რუსია, სერგო რობაქიძე და ს. ვარდანიძე თითო მანეთით დაეხმარნენ.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 6 დეკემბერს ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილი გარდაიცვალა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 11 ნოემბერს თბილისის მოქალაქეთა გამგეობის მდივნად ნ. ა. რევაზოვის ნაცვლად მ. პავლოვი დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე თბილისის მოქალაქეთა გამგეობის მდივანი ნ. ა. რევაზოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე დრამატულ საზოგადოებას ა. ი. სლავოჩინსკიმ 15 მანეთი შესწირა, ვ. ი. აბრამოვიჩმა – 10 მან., ა. ა. მაკაროვმა, ვ. ლ. გამრეკლიძემ და ლ. პ. კოკოჩაშვილმა – 5-5 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასამართლო პალატის თბილისის სამხარეო საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან კონსტანტინეს ძე კუჭუხიძე დაინიშნა ქუთაისის საქალაქო განყოფილების მოსამართლის დამხმარედ საგამოძიებო მიმართულებით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ მ. გ. ანჯაფარიძისამ ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს ანგარიში გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკიფორე დათეშიძე ჭიათურის შავი ქვის საბჭოში დარაჯად მუშაობდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი ი. კ. ვასილიევი გარდაიცვალა.