საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატ სპირიდონ კედიას დაუშვებლად მიაჩნდა, რომ დამფუძნებელი კრების უმცირესობის ფრაქციის წარმომადგენელს პროვინციებში თავისი პოლიტიკური იდეების წინააღმდეგ ელაპარაკა და აგიტაცია გაეწია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატი სპირიდონ კედია წინააღმდეგი იყო საპროპაგანდო კომისიისთვის 2 მილიონის გამოყოფისა, ვიდრე მე-3 მუხლის შესახებ შეთანხმება არ მოხდებოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძეს ხონის ქალთა წრეში რეფერატი უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის სტატია „მავნებელი ჩვეულება.“

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს ვენერა სიოს ასული ბერიძე-წერეთლისა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას გ. კ. ალშიბაიამ და გ. ი. გველესიანმა 5-5 მანეთი შესწირეს, ს. ვ. ჯორჯიკიამ და ს. გ. ტერტეროვმა – 3-3 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საქართველოს მთავრობა უარყოფდა სახალხო კომისართა საბჭოს ბრალდებას, თითქოს საქართველოს მოკავშირეებთან მოლაპარაკების მიზანი რუსეთისადმი აგრესიული პოლიტიკის წარმოება იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს ატყობინებდა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უწყობდა კავშირს ყველა გარე ძალასთან ქვეყნის დამოუკიდებლობის ცნობის, მისი თავისუფლების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს სწერდა, რომ საბჭოთა მთავრობამ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გერმანიის იმპერიალიზმის მონობაში ჩააგდო რუსეთი, იმპერიალისტურ ოსმალეთს ამიერკავკასიის კარი გაუღო და მისცა ქვეყნის ციხესიმაგრეები: ბათუმი, ყარსი და არდაგანი, რითაც დარტყმა მიაყენა კავკასიას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს სწერდა, რომ მთავრობა გაკვირვებული ბრალდებით, თითქოსდა საქართველო ხელს უწყობდა გერმანულ იმპერიალიზმს და მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო ოსმალეთთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ 1919 წელს საქართველოს მთავრობამ მიუხედავად სასურსათო კრიზისისა და ბოლშევიკთა მტრული და აგრესიული განწყობისა საზღვრები გაუხსნა წითელ არმიას მოხალისეთა რაზმებისგან თავდასაცავად, 5 000 წითელარმიელს თავშესაფარი მისცა და შეასრულა ნეიტრალური სახელმწიფოს როლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს იმავე წლის 18 იანვარს N185 გამოგზავნილ რადიო-დეპეშის საპასუხოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა ცდილობდა საქართველოს პრესტიჟის შელახვას ყალბი ცნობებით, რასაც მინისტრი მიუღებლად მიიჩნევდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმიდან ჩიმიშკიანი დეპეშით იტყობინებოდა, რომ პარიზში დაბეჭდილი სომხური ქაღალდის ფულები უკვე გამოიგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა სოციალისტურ პარტიას განუცხადა, რომ ვექილოვის საკითხი ჯერ გარკვეული არ იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის მაზრის სოფელ ატოცის მცხოვრებნი შუამდგომლობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან, რათა ერთდროული გადასახადის, 41,891 მ. 35 კაპ. შემოტანის ვადა გაგრძელებულიყო აგვისტოს ბოლომდე, არგუმენტად მოჰყავდათ ხსენებული სოფლის მიერ ორკლასიანი სკოლის აშენება, რომელიც ამ გადასახადზე მეტი დაუჯდათ. ისინი მზად იყვნენ გადაეხადათ 10 000 მან. სანიტარული გადასახადი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნა გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა სოციალისტურ პარტიას განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაიდაროვის საკითხი გადაწყდებოდა 10 თებერვალს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა სოციალისტურ პარტიას ოფიციალურად განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ მამედ ჰასან გაჯინსკის გადადგომის საკითხი 10 თებერვლამდე გადაიდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ ბოლშევიკური იდეები მუსულმანთა შორის ვერ დაინერგებოდა, რადგან კომუნიზმი ეწინააღმდეგებოდა მათ რელიგიას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ თუკი ბაქოში იყვნენ ბოლშევიკური ელემენტები, მხოლოდ შემოსული უცხოელები, რომლებიც მცირე პროცენტს შეადგენდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს მუშებმა კოლექტიური ხელშეკრულება დადეს ბოლშევიკური გამოსვლისთვის, გამოწვეული იყო პროვოკაციის მიზნით ხალხში პანიკის დასათესად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა მუშათა მდგომარეობის გაცნობის შემდეგ განუცხადა, რომ ისინი მთავრობის მუშაობით კმაყოფილნი იყვნენ, განსაკუთრებით პურსა და სხვა სურსათზე ფასების დაწევით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანს“ ბაქოს გენერალ-გუბერნატორმა მურად გირა ტლეხასმა განუცხადა, რომ ქალაქში შესვლა ყველასთვის აკრძალული იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანის“ კორესპონდენტი ესაუბრა ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატ გრიგოლ ურატაძის წინადადებით მუხლობრივად კენჭი უყარეს საპროპაგანდო კომისიის კანონპროექტს, რომელიც მიიღეს მენშევიკების მითითებით. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს გამოეყო 2 მილიონი მან. პროპაგანდისათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სოც. ფედერალისტ თევდორე ღლონტი წინააღმდეგი იყო დამფუძნებელ კრებაში გარკვეული საზღვრების დაწესებისა და სურდა პოლიტიკური ბრძოლა ხალხში გადაეტანა, რაც ბოლშევიკური და ანარქიული გზა იყო.