საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81860

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილმა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 17 დეკემბერს წალენჯიხაში შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის საქმისმწარმოებლად გ. თვალთვაძის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ სოსო ასლანიშვილმა ოდესაში გამართული ქართული საღამოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს აკაკი სიმონიძე ხონის მამასახლისი იყო.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს გიორგი ბარინოვს ქუთაისში ღვინის სავაჭრო ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ი. ზაქარეიშვილი, ი. ხვიჩია, პ. გეორგაძე და ი. აბდალაძე თითო მანეთით დაეხმარნენ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გრიგოლ ალექსანდრეს ძე ალტერნაცკი ერევნის ქალაქისთავი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვ. მ. ერისთავმა, ი. ზ. მელიქიშვილმა, ბ. ა. მიქელაძემ, ნინო ბესარიონის ასულმა ხელთუფლიშვილმა და პ. ა. წერეთელმა 3-3 მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ გამოაქვეყნა სტატია ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიშვილის შესახებ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 თებერვალს წითელი ჯვრის მოწყალების და მარო მაყაშვილი ბრძოლის ველზე თავისი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 საათზე ქართულ კლუბში სამუსიკო საზოგადოება და საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირი მართავდა ახალი სიმღერებისა და რომანსების საღამოს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის მუსიკას, მონაწილეობდა ქართული საოპერო სტუდიის კაპელა და სოლისტები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ ოპონენტებს უპასუხა, რომ მას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა სპირიდონ კედიას აზრის – პროექტი საპროპაგანდო კომისიას დაბრუნებოდა საბოლოო შესწორებისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატმა გრიგოლ ვეშაპელმა დამფუძნებელი კრებას ურჩია, რომ ხალხის სხვადასხვა საჭიროებას მოხმარებოდა ის თანხა, რომელიც პროპაგანდისათვის უნდა გადაედოთ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. რევოლუციონერების წარმომადგენელმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ მინისტრიდან დაწყებული გვარდიელამდე და უბრალო მილიციელამდე დამთავრებული ყველა იყო სოც. დემოკრატთა პროპაგანდისტი და მათთვის სახელმწიფო ხარჯით პროპაგანდისტების დამატება საჭირო აღარ იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, ეროვნულ-დემოკრატმა გრიგოლ ვეშაპელმა აღნიშნა, რომ დეკრეტის მიხედვით მიწები 3 კატეგორიად უნდა დაყოფილიყო, რაც არ მოხდა და ყველა მიწა პირველ კატეგორიაში შეიყვანეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ „საქართველო“ N25-ში დაბეჭდილი წერილი „სამრეწველოთა მოწყობის და გახსნის შესახებ საქართველოში“, რომელსაც ხელს აწერს „ეკონომისტი“, ეკუთვნის ინჟინერ პეტრე ბრაილოვსკის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჯაბადარის მოხსენება „ჩვენი მატყლი და მისი გამოყენება“ (დასასრული).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერს, რომ ინჟინერ ვასილ კაკაბაძის წიგნი „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“ სავაჭრო პალატამ უნდა დაბეჭდოს მრავალათასიანი ტირაჟით და გაავრცელოს, რათა სახელმძღვანელოდ ჰქონდეს არა მარტო მრეწველსა და ვაჭარს, არამედ ქვეყნის აღორძინების მსურველ ყველა მოქალაქეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე ქ. თბილისის ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა, რომ დღის წესრიგში განსახილველად იყო გამგეობის მოხსენება არტისტული საზოგადოების თეატრის და სხვა შენობების იძულებითი ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ვინაიდან 60 ხმოსანი არ ესწრებოდა, საკითხი შემდეგისთვის უნდა გადადებულიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი ნიკოლოზ ელიავა მომხრე იყო გადასახადთა მომატების საკითხი საფინანსო კომისიას გადასცემოდა იმ პირობით, თუ მომავალ ორშაბათს კომისია საბჭოში გადაჭრილ პასუხს შეიტანდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი დათანხმდა, გადასახადთა მომატების საკითხი გადასულიყო საფინანსო კომისიაში ხმოსან ნიკოლოზ ელიავას პირობით, რომ მომავალ ორშაბათს კომისიას წარედგინა საბჭოსთვის პასუხი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსან პართენ გოთუას შეკითხვაზე მომარაგების ფონდის შესახებ ქალაქის მოურავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა უპასუხა, რომ ყოველთვიურად შეჰქონდათ თანხები ფინანსური კომისიის დადგენილების მიხედვით, მაგრამ ფონდი როდის ამოქმედდებოდა, მან არ იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვრის სხდომაზე მედიკო-სანიტარიის ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქის საბჭოს აცნობა, რომ 1919 წელს თბილისში მძვინვარებდა პარტახტიანი ტიფი და ქოლერა. დაფიქსირებული იყო პარტახტიანი ტიფის 6013 შემთხვევა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას მ. ლ. ლორთქიფანიძემ, გ. კ. აბაკელიამ, ბარბარე იოსების ასულმა ვოლსკიმ 3-3 მანეთი შესწირეს, ოლღა წულუკიძემ და გ. პ. ცაგარეიშვილმა – 2-2 მანეთი.