რეგისტრირებული ფაქტები81860
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი საქმისმოყვარული და ერთგული ადამიანი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, მიუხედავად იმისა, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს ფინანსურად უჭირდა, იგი მაინც არ წყვეტდა სოფელ წინამძღვარიანთკარის მეურნეობის სკოლაზე ზრუნვას და რასაც პატიოსანი შრომით შოულობდა, ყველაფერს სკოლას ახმარდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა სრულფასოვნად მოაწყო და სწავლების სისტემა გამართა, რასაც მთელი თავისი ძალ-ღონე მოახმარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი საკუთარი ხარჯებითა და სახსრებით ზრუნავდა სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა სოფელ წინამძღვრიანთკარში მეურნეობის სკოლა დააარსა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მალაქია ორმანიანი ოსმალეთიდან თბილისში ჩამოვიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვი ვაჭარი და მეფურნე იყო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის შემოდგომაზე პეტრე ბობროვსკიმ შეიტყო, რომ ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევი ქურდობაში ადანაშაულებდა და თავი მოიწამლა. ბობროვსკი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლიდან ჟურნალ „ნედელიასთან“ ერთად გამოდიოდა ყოველდღიური გაზეთი „რუსი“, რომლის რედაქტორი იყო გაიდებუროვი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 11 ნოემბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე გამგეობის მეოთხე წევრად პ. მ. არღუთინსკი აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევმა პოლიციაში განაცხადა, რომ სახლიდან 200 მანეთი მოჰპარეს. მას ეჭვი მოსამსახურეებზე, ალექსანდრე ესენოვზე და პეტრე ბობროვსკიზე, ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ე. სისორდია 10 შაურით დაეხმარა, ი. ჯინჯიხაძე და მ. ჭუმბურიძე – თითო მანეთით, ა. გალდავაძე – 2 აბაზით.
1898
ტიპი: თანამდებობა
1893-დან 1898 წლამდე გიორგი დოლგანოვი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო. 1898 წელს იგი ამავე სემინარიის რექტორად დაინიშნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 აპრილს აბდულ ეფენდი მიქელაძე იწერება, რომ ზენდიდის მოსახლეობა დიდ მადლობას უცხადებს სულეიმან ბეგ ტულუმბა-ზადეს და ოსმან ეფენდის, რომლებმაც სოფლისთვის 150 მანეთი და 95 კაპიკი შეაგროვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ საშუალებით ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა პოდპოლკოვნიკებს: რაჟკოვს, გორსკს, ვახვახოვს.