საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს სამუზეუმო ადგილის შესაძენად გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ლავრენტი აგლაძეს იანვრის პენსია – 25 მან. გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა: ოლივერ უორდროპმა ანტიკვარს, რომელიც მას „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების შეძენას სთავაზობდა, აცნობა, რომ სურათები ამოჭრილი იყო წერეთლის ხელნაწერიდან, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ეკუთვნოდა და სურათებს მხოლოდ იმიტომ იყიდდა, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისთვის დაებრუნებინა. მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ და უორდროპმა სურათები ოქსფორდიდან ისევ პარიზში გაუგზავნა სურათების პატრონს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ ოლივერ უორდროპმა გამოუგზავნა წერილი, რომელითაც იუწყებოდა, რომ პარიზიდან ერთი სომეხი ანტიკვარი სთავაზობდა „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები ეყიდა. უორდროპმა სურათები პარიზიდან შესამოწმებლად გამოითხოვა, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით სურათი გადაუღო და თბილისში გამოუგზავნა. აღმოჩნდა, რომ სურათები იმ ხელნაწერიდან იყო ამოჭრილი, რომელიც ფრიდონ წერეთელმა საზოგადეობას დაუბრუნა. ხელნაწერიდან სულ ათი სურათი იყო ამოჭრილი, მათ შორის ცხრა საუკეთესო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი ნიმუში იყო და ასეთი ღირსების სურათები არც ერთი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერში არ მოიპოვებოდა. ხელნაწერს ერთი სურათიც რომ დაკლებოდა დიდი დანაკლისი იქნებოდა, ხოლო ათი სურათის დაკარგვის შემთხვევაში ის თავის მნიშვნელობას დაკარგავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სურათებიანი ხელნაწერი შეიძინა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა. მან ხელნაწერი შეძენის დღესვე გამოართვა სარაჯიშვილს და წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავის კატალოგში ჩაწერა, როგორც სარაჯიშვილის მიერ შემოწირული.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების ასლების გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ორიგინალის დაბრუნება 250 მანეთად შეეძლოთ. აღნიშნავს, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა ორიგინალი სურათები თბილისში ჩამოეტანათ. გამგეობის თავმჯდომარეს სთხოვდა, რაც შეიძლება მალე მოეგვარებინათ ეს საკითხი და წერა-კითხვის საზოგადოებას მინიატურები შეეძინა, რადგან სურათის მეპატრონეები თბილისიდან გაპარვას აპირებდნენ და შეიძლებოდა „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული მინიატურები სამუდამოდ დაკარგულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ სურათებიან ხელნაწერს სხვა პატრონი, ფრიდონ წერეთელი, გამოუჩნდა. გამგეობამ ხელნაწერი წერეთელს დროებით დაუბრუნა. ის საზოგადეობას დაპირდა, რომ ხელნაწერს იმ პირობით დააბრუნებდა, თუ შემოწირულობას მისი სახელით მიიღებდა. როდესაც წერეთელმა ხელნაწერი დროზე არ დააბრუნა, თაყაიშვილი საჩხერეში ჩავიდა. ის კვლავ დაპირდა, რომ ხელნაწერს მალე დააბრუნებდა და დანაპირები შეასრულა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 29 იანვარს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 29 იანვარს გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 29 იანვარს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე, პლატონ ივანეს ძე ხუციშვილი და მიხეილ ზაქარიას ძე კანდაუროვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 29 იანვარს ზაქარია თევდორეს ძე დანელია და ალექსანდრე ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრობიდან საკუთარი სურვილით გადადგნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 თებერვალს ვლადიმერ სვიმონის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას 29 იანვარს ბორჯომის განყოფილებაში გამართული არჩევნების უკანონობის შესახებ მისწერა და ახალი კრების დანიშვნა სთხოვა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 29 იანვარს პლატონ ივანეს ძე ხუციშვილი და იუსტინე ჩაჩუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატებად დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების 1912 წლის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძემ საზოგადოებას 600 მანეთის ღირებულების 690 ქართული და რუსული წიგნი შესწირა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრები იყვნენ: ლევან ზურაბის ძე აბდუშელიშვილი, მიხეილ ლუკას ძე ავალიანი, ვასილ ივანეს ძე ახვლედიანი, არტემ მიხეილის ძე ახობაძე, ლადო ანტონის ძე ახობაძე, ალექსი ივანეს ძე ალხაზიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრებმა იოსებ იულონის ძე დადიანმა, ივანე პავლეს ძე მამულაშვილმა და ლიზა მუსტაროვამ 100 მანეთის ოდენობის საწევრო გადაიხადეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ გამოცემა გადაწყვიტა. ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „ქართული სამართლის წიგნის“ გამოცემა საბჭოს წევრს სერგი რომანოზის ძე გორგაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „როსტომიანის“ გამოცემა იუსტინე ირაკლის ძე აბულაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 447 მანეთსა და 24 კაპიკს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 425 მანეთსა და 33 კაპიკს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ შეუფერხებლად გამოცემისთვის აუცილებელი იყო სისტემატური მუშაობა და საჭირო ხელნაწერები. ხელნაწერთა უვნებლად დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას საზოგადოების საბჭო საკუთარ თავზე იღებდა. წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 31 იანვარს სოფელ ლიხაურში გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძის ხელმძღვანელობით გაიმართულ კრებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის მსურველი 31 პირი ესწრებოდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 იანვარს მღვდელი ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 იანვარს ირაკლი ივანეს ძე სალუქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.