რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სოფელ ენისელში მასწავლებელ ლევან ხოსროშვილს თავს დაესხნენ ყაჩაღები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალმა ევერტმა ციმბირში ადმირალი კოლჩაკი სასტიკად დაამარცხა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 თებერვალს ეფრო კოსტას ასულ ქირია-ჯუჯიაშვილისას დიდუბის საყდრის გალავანში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვარს პროფესორ სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სერგი რომანოზის ძე გორგაძე მკვლევარი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს, 18 საათზე, კავკასიის სააერქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაზე (ოლღას ქ. N40) საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრებაზე სერგი გორგაძე წაიკითხავდა მოხსენებას „იოანე დამასკელის მთავარი თხზულება „წყარო ცოდნისა“ ქართულ მწერლობაში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე განაცხადეს, რომ ხმოსან გიორგი ევანგულოვის თხოვნა პარალელური კლასების შენარჩუნების შესახებ მთავრობამ შეიწყნარა და მათ შესანახად 400 თუმანი გადასცა, დანარჩენი 1700 მანეთი გიმნაზიას უნდა შეეგროვებინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ტერ-ასატუროვის ქარხანაში ახალი შვედური ასანთი იყიდებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკო ხიზანიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 17.75 მანეთი გადაუხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთის ხელმოწერები მიიღებოდა პუშკინის ქუჩაზე – ალექსანდრე ძეგველოვთან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამავე წლის ყოველკვირეულ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“ N1-ში მოთავსებულია სურათი უორდროპის სტუმრობა საქართველოში ილია ჭავჭავაძესთან მამისა და დის თანხლებით.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 თებერვალს ეფრო კოსტას ასული ქირია-ჯუჯიაშვილისა მძიმე ავადმყოფობის გამო უდროოდ გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის წევრებმა სურამში დადგეს დავით ერისთავის მიერ ნათარგმნი პიესა „სამშობლო“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგმებოდა ოპერა „ჩერევიჩკი“.

