საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი „Русское Слово“, 1-ლი გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ დაებეჭდათ „Русское Слово“ უცვლელად 12000 ცალი და მომდევნო სხდომაზე წარმოედგინათ ამ წიგნის დაბეჭდვის პირობები. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი თუ რა ფასებში უნდა გაეყიდათ რვეულები. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ ყველა მაღაზიაში ასი რვეული ღირდა 2.40 მან, ათასი რვეული 23 მანეთი, 2 ცალი კი 1 შაური. სწორედ ამ ფასებში მოუთხოვია თელავის განყოფილებასაც რვეულების შესყიდვა. გამგეობამ დაადგინა, რომ 100 რვეულის ფასი უნდა ყოფილიყო 12 აბაზი, ათასი რვეულის 23 მანეთი და 1 რვეულის 1 შაური. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ კლდეეთის სკოლის მასწავლებლის ილია ჭავკოტაძის განცხადება, რომ მას შეუდგენია 10 ცალი ცხრილი, რომელიც, მისი აზრით გაადვილებდა კითხვის პროცესის შეთვისებას და თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა თავისი ხარჯებით დაებეჭდა ეს ცხრილები, ის ერთ კომპლექტზე მხოლოდ 25 მანეთს ითხოვდა, თუ არადა ეს ცხრილები 10 სექტემბრამდე უკან უნდა გაეგზავნათ ავტორისათვის. გამგეობამ ცხრილების გადამოწმება დაავალა ლუარსაბ ბოცვაძესა და სერგი გორგაძეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძის მიერ შედგენილი ლექსიკონის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ლექსიკონი შესამოწმებლად პროფესორ ნიკოლოზ მარს გაუგზავნა, რომლის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტდნენ დაებეჭდათ თუ არა ეს ლექსიკონი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ფოთის განყოფილების გამგე იონა მეუნარგიამ, რომ გაეგზავნათ მათთვის 300 მანეთის წიგნები ღია ანგარიშით. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ფოთის განყოფილების თავმჯდომარის ი. მეუნარგიას განცხადებით ფოთის განყოფილებას არ ჰქონდა საკუთარი წიგნის მაღაზია, ამიტომ საამხანაგო დუქანში ჰყიდიდნენ წიგნებს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ხონის განყოფილების თხოვნა 500 მანეთის წიგნების ღია ანგარიშით გადაცემის თაობაზე. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან მათ მაღაზიის ანგარიში არ წარადგინეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მაღაზიის გამგის თანაშემწე გიორგი ლომთათიძემ გამგეობას სესხად სთხოვა 40 მანეთი, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯამაგირიდან გადაიხდიდა. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის საკითხი, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის სასტიპენდიო თანხა წელიწადში 950 მანეთ სარგებელს იძლეოდა, აქედან ფასიანი ქაღალდების შესანახად იხარჯებოდა 31.25 და სტიპენდიებისთვის რჩებოდა 918.75 მანეთი. ამ თანხიდან საზოგადოებამ 1911 წელს გადაიხადა დავით ღოღობერიძის სტიპენდია 300 მან. და სარგის კაკაბაძის 4 თვის სტიპენდია 100 მანეთი. 1912 წლისთვის გასანაწილებელი თანხა 518 მანეთი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძეს კარიკატურების ანგარიშში 90 მანეთი გადასცა, მოსე ჯანაშვილს — 20. 68, ვასილ ყიფიანს — 88, კოტე მესხიშვილს — 20, გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ წინა წელს 12 000 „Русское Слово“ დაიბეჭდა, საიდანაც იმჟამად მაღაზიებში 700 იყო დარჩენილი, ხოლო საწყობში – 2 100, ამიტომ დამატებით დაბეჭდვა იყო საჭირო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგიწმინდის მოსახლეობის თხოვნა, რომ გამგეობა ადგილობრივ სკოლას თვეში 20 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ სკოლას 110 მანეთი გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის ხარჯთაღრიცხვით გიორგიწმინდის სკოლას დანიშნული ჰქონდა 410 მანეთი, საიდანაც 300 მანეთი სოფლელების შემოწირული იყო, ხოლო 110 მანეთი – გამგეობის გაგზავნილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ძევრის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სამზრუნველოს თხოვნა წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ მათ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ცნობა ძევრის ბიბლიოთეკის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიბლიოთეკა 1910 წელს გაიხსნა, 1911 წელს კი საზოგადოებისგან 10 მანეთის წიგნები მიიღო, ბიბლიოთეკისთვის იწერდნენ გაზეთებსაც — „სახალხო გაზეთს“, „განათლებას“, „მოსავალს“ და „ნაკადულს“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს ალაგირის სკოლაზე, თუ რა შემოსავალ-გასავალი ჰქონდა, რამდენი მასწავლებელი ასწავლიდა და რა დახმარებას უწევდა მას საზოგადოება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ ალაგირში მცხოვრები საზოგადოების რწმუნებულების: პეტრე მეტრეველისა და ანდრია კალანდარიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ალაგირის სკოლისთვის დაენიშნა შემწეობა თვეში 10-დან 20 მანეთამდე. გამგეობამ სკოლას შემწეობად 15 მანეთი დაუნიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვერის ბიბლიოთეკის გამგემ წიგნებით დახმარება ითხოვა. გამგეობამ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს „დედა ენის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ მოითხოვა, წიგნის დაბეჭდვის პირობები წარედგინათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 აგვისტოს ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან გამოქცეული კოლია ყუფარაძე დააკავეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 24 აგვისტოს სვირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ ივანეს ძე ჯუღელი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა, რომლის გამგეებიც ვანო და კალენიკე საყვარელიძეები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 აგვისტოს ბიქტორ საყვარელიძე ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში საქველმოქმედო საქმისთვის გამართული წარმოდგენის დახლიდარი იყო.