საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზ. ს. ბუტულოვის „მოდნი მანუფაქტურის“ მაღაზიაში საზღვარგარეთიდან შემოტანილი ახალი მოდის საქონელი მიიღეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მოსე ათანასეს ძე ქიქოძე, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი და გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი 28 სექტემბერს ქუთაისის წვრილ მემამულეთა არჩევნებში მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კოკოვცოვი უნდა ჩასულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გ. დ. კაჭკაჭოვმა ფართლეულის მაღაზია გახსნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გ. დ. კაჭკაჭოვის მაღაზიიდან მოსწავლეებს ფორმებს 5-პროცენტიანი ფასდაკლებით აძლევდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სტატია „ორი ალმახანი“, რომელშიც წვრილ მემამულეთა განმეორებით არჩევნებში მონაწილე კიტა აბაშიძის ორი მოწინააღმდეგე იყო გაკიცხული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „შინაური მტრები“ განხილული იყო ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძის ნაშრომები – „ვინა ხარ შენ?“ და „შიკრიკი“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხაშურისა და სურამის წვრილ მემამულეთა არჩევნებზე ალექსანდრე ყიფშიძე და გ. მაქარაშვილი რწმუნებულებად აირჩიეს.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ფილიპე სიმონის ძე ფილიპოვს ჭურჭლისა და ავეჯის მაღაზია ჰქონდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრებმა, ბ. ქუთათელაძემ და ერმალოზ კიწმარიშვილმა თანამდებობაზე უარი განაცხადეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ფილიპე ჭელიძე აწარმოებდა შამპანურებს – „თამარ მეფესა“ და „კოლხიდას“.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ბ. გოკიელს სავაჭრო სახლი ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ბ. გოკიელის სავაჭრო სახლში მოსწავლეებისთვის საკანცელარიო ნივთები ფასდაკლებით იყიდებოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ უნდა აღენიშნათ 27 ოქტომბერს ილიას 75 წლის იუბილე, რაზედაც გამგეობამ დაადგინა, რომ 4 ოქტომბერს უნდა მოეწვიათ განსაკუთრებული კრება, რომელსაც დაესწრებოდნენ გამგეობის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ თელავის სკოლის რევიზიის შესახებ, რომელიც გამგეობამ მიიღო და მოხსენების ასლი გაუგზავნა თელავის განყოფილებას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განგეობამ სერგი გორგაძეს წიგნების ანგარიშში გადასცა — 25.94 მან., იპოლიტე ვართაგავას თელავში წასასვლელად — 6.10 მან., იასონ კერესელიძეს — 190.50 მან., დოისიციანს — 8.55 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ჩხეიძემ ზესტაფონის არჩევნები გაასაჩივრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქშწკგ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. მან მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში.წაიკითხეს შემდეგი ნაწარმოებები: ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“, „დედა და შვილი“, „სცენები“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“, „აჩრდილი“, „კაკო ყაჩაღი“, „კაცია-ადამიანი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „მგზავრის წერილები“, „მათიკა და გიშერას“ თარგმანი, შმიდტის „სვიის გვირგვინი“, პოლ ბერის „ბუნების ცოდნა“, „ხუმარა სპილოების“ თარგმანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მოახსენა გამგეობას, რომ თელავის სკოლამ ჩაამთავრა 1911-1912 სასწავლო წელი. მისი დაკვირვებით, წერა-კითხვა ქართულ ენაზე მოსწავლეებმა ნაჩქარევად გაიარეს, შედეგად ბავშვები, მცირე გამონაკლისის გარდა, დამახინჯებულად სწერდნენ. ვართაგავას აზრით, ამის გამოსწორება უკვე სექტემბერშივე ადვილად შეიძლებოდა. თუმცა ამ ხარვეზს დადებითიც მოჰყვა. კერძოდ, რაც ნაკლებად აქცევდნენ ბავშვები ყურადღებას წერას, მით მეტი სერიოზულობით ეკიდებოდნენ კითხვას და მეტს იძენდნენ მასწავლებელთან გასაუბრებით. მაგალითად, ყველა ამბავსა და ლექსს გოგებაშვილის „დედა ენიდან", რომლის 69 გვერდიც მოსწავლეებს უკვე აეთვისებინათ, წინ უძღოდა მათი გასაუბრება მასწავლებელთან.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „საწყალი ბაბუა“ ცახელის „გრდემლიდან“, ს. ყიფიანის სამი მოთხრობა და „ინდოურის თავგადასავალი“, ლომოურის „ქაჯანა“, „ალი“ და კრებული „მოლაღური“ (შემოკლებით), ეკ. გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“, „ნინოს დედოფალი“, „საახალწლო სურათი“, ელიაშვილის „აკაკის საჩივარი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, ქართული სკოლების მასწავლებლებს უნდა ჰქონოდათ ერთობა, უნდა შესძლებოდათ აზრების გაცვლა, თავიანთი ჭირ-ვარამის ერთმანეთისთვის გაზიარება ჟურნალ-გაზეთების საშუალებით თუ სპეციალურ თავყრილობებზე. სპეციფიკური პირობების გამო, რომელშიც ქართული სკოლები იმყოფებოდა, მასწავლებლების ერთობის, მათი გაერთიანების საკითხი დიდ მნიშვნელობას იძენდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, ბავშვებისთვის უნდა ესწავლებინათ ადამიანის ანატომია, ფრინველებისა და ცხოველების ჯიშები, სასწავლო და სათამაშო ნივთების, საკვებ-სასმელის ნაირსახეობები. საჭირო იყო აღწერა ყველა იმ სურათის, რომელიც მოცემული იყო „русскйи словарь"-ში.