საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1913

ტიპი: თანამდებობა

იოსებ ვალენტინის ძე გერნერი თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი (გერმანული ენის მასწავლებელი) 1913 წლის პირველი სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 3080 მანეთს შეადგენდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 1-ელი ენკენისთვიდან ვასილ აბდუშელიშვილი ყოფილ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ახლანდელი თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზია) ასწავლიდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი დანიშნული იყო ქალთა დაწყებითი სასწავლებლის გამგედ 1913 წლის 1 სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ.ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ.აბაშიძე.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის პირველ ნოემბრამდე აკაკი გვახარია მასწავლებლად მუშაობდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913-14 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლის პირველ კლასში 51 მოსწავლე ირიცხებოდა, მეორეში – 44, მესამეში – 34, მეოთხეში – 18.

1913

ტიპი: ავტორობა

1913-14 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში სულ 147 მოსწავლე ირიცხებოდა. (ქალი – 48, ვაჟი – 99).

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის პირველ სექტემბერს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ირაკლი სპირიდონის ძე კოკელაძე გარდაიცვალა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში საბურთალოზე კულტურული დაწესებულების დაარსების მსურველთა მეორე კრება გაიმართა, რომელსაც 21 წევრი დაესწრო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის სექტემბერში ნ. კაპანაძის სახლში სცენისმოყვარეთა წრის, „საბურთალოსთვის“  შეიმუშავეს წესდება და აირჩიეს ორი წევრი – გიორგი ალექსის ძე მაღრაძე და პავლე ხეთაგაშვილი. მათ წესდების დამტკიცებაზე ზრუნვა და სათეატრო საქმის მოწესრიგება დაევალათ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 3 სექტემბრიდან აკაკი გვახარია სახალხო სკოლების დირექციის განკარგულებით დაინიშნა ოქროსქედის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 4 სექტემბერს სათავადაზნაურო გიმნაზიის კომიტეტმა ანა გიორგის ასული ალშიბაია ქალთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად მიიწვია.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 4 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე ანა გიორგის ასული ალშიბაია თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად მსახურობდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.

1913

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) შეტყობინების თანახმად, 1913 წლის სექტემბერში 100 ბავშვზე მეტი იყო კავკავის ქართულ სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სკოლამ მხოლოდ 64 მოსწავლის მიღება შეძლო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გ. ყაზბეგი) თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორ ბელიაევის მიერ კავკავის ქართულ სკოლაში ჩატარებული რევიზიის დასკვნა გაუგზავნა საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობას (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) და სთხოვა, საკუთარი გამოძიება ჩაეტარებინათ სკოლის ვითარების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად სწრაფად ეცნობებინათ პასუხი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხელოსან ნიკ. ოკუჯავას ინიციატივით დიდუბეში საღამოს კურსები დაარსდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება გაიხსნა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 13 ოქტომბერს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 13 ოქტომბერს გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 13 ოქტომბერს ლუკა გიორგის ძე ხარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების ხაზინადარი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 13 ოქტომბერს იოსებ ფილორის ძე ცისკარიშვილი, გიორგი იორამის ძე ცხომელიძე და ნიკოლოზ ჩლაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 13 ოქტომბერს პარმენ არჩილის ძე ჯაფარიძე, ივანე დიმიტრის ძე ჩხიკვიშვილი, ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი და ერმალოზ თეიმურაზის ძე ცხადაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ტიტე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა საერთო კრებას ესწრებოდნენ: მოსე კალანდარიშვილი, იოსებ შვილევი, ზაალ მჭედლიშვილი, დიმიტრი ერქომაიშვილი, გრიგოლ ბურდული, ივანე ჩითაევი და 38 სხვა წევრი. კრების მდივნად ვარლამ ბურჯანაძე აირჩიეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგო სოფიო კულიკოვსკაია-თურქესტანიშვილის ხსოვნას. მან 1000 მანეთი უანდერძა კავკავის ქართულ სკოლას, რომლის დაარსებაშიც თავად მონაწილეობდა.