რეგისტრირებული ფაქტები90405
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატები დაასახელეს, მაგრამ მოგვიანებით თავიანთი კანდიდატები მოხსნეს, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდის სასამართლოს დარბაზში გ. დადიანის თავმჯდომარეობით გლეხთა რწმუნებულების კრება გაიმართა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზუგდიდში გლეხ რწმუნებულების კრებაზე დეპუტატების ამომრჩევლად ი. კვარაცხელია დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 29 და 30 სექტემბერს თბილისის დრამატულ დასს გიორგი გვაზავას მიერ თარგმნილი „ანტიგონე“ უნდა წარმოედგინა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამხედრო საოლქო სასამართლომ ალექსანდრე ოთარიშვილის ჩამოხრჩობის გადაწყვეტილება მიიღო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მეორე სათათბიროს ყოფილ დეპუტატს, ირაკლი წერეთელს, კატორღის ვადა შეუსრულდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის ახალი წარმოდგენების სეზონი ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის „ღალატით“ დაიწყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე ოთარიშვილმა თავისი მასწავლებელი ლიტვინოვი და მსახური ლეშკოვი დახოცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ ბაქოში წაიკითხა ლექცია „რა გავლენა იქონია რუსულმა ლიტერატურამ ქართულ ლიტერატურაზე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძეს რუსეთის საკრედიტო დაწესებულებები წლიურად 15 000 მანეთს უხდიდნენ. ეს ხელფასი მისთვის დეპუტატად ყოფნის დროსაც უნდა დაეტოვებინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიმონ ქვარიანი მათი ჯგუფის წევრი იყო. ქვარიანმა ეს ინფორმაცია უარყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის VII -VIII კლასების მოსწავლეები ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ლ. ი. სტრავინსკის მეთაურობით ბათუმსა და სოხუმში გაემგზავრნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მოურავი ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი თბილისიდან ქუთაისში დაბრუნდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ცხრუკვეთელმა აღნიშნა, რომ საჩხერის, ქართლისა და ოსეთის მოსახლეობა საჩხერესთან მდებარე ტყეს ჩეხდა და იაფად ყიდდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ელისაბედაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში თავად-აზნაურებს ჯერ კიდევ დიდი ქონება ჰქონდათ შემორჩენილი და გაუნათლებელ გლეხებს ისევ ბატონობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ელისაბედაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისში კოღუაშვილმა ნადარეიშვილის პურის საცხობიდან 22. 50 მანეთი მოიპარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის ხე-ტყის საწყობიდან ვლადიმერ არქიპოვმა ნ. მაღლაკელიძეს 9 მანეთი მოჰპარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სალიტერატურო დილაზე დომენტი თომას ძე თომაშვილსა და ტრიფონ შუბლაძეს ლექსები უნდა წაეკითხათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ჭიათურის ბანკის გამგე იყო.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა ქართული არ იცოდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იურისტი იყო.

