რეგისტრირებული ფაქტები87599
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეები ძმები იყვნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 დეკემბერს ძმების – კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეების დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციისთვის ხელი უნდა მოეწერათ ერთდროულად კალისტრატე ბერიძესა და მის რომელიმე ძმას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე ბერიძე იყო სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის დამაარსებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელ ლევან ლაზარეს ძე ხოსროშვილზე თავდასხმისას დევნის დროს სოფელ კალაურში ცნობილი ყაჩაღი ნებუნიშვილი მოკლეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვალს წმინდა ნინოს სასაფლაოზე ქეთუშა გრიგოლის ასულ ნიჟარაძის 40 დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპული შტაბს-კაპიტან სიმონ (შალიკო) მეტრეველის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარინე მეტრეველი სიმონ ეფრემის ძე მეტრეველის რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ეფრემის ასული მეტრეველი სიმონ მეტრეველის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანდრია ეფრემის ძე მეტრეველი სიმონ მეტრეველის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო გიორგის ასული მეტრეველისა სიმონ მეტრეველის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეფრემ ანდრიას ძე მეტრეველი სიმონ მეტრეველის მამა იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ეფრემის ძე მეტრეველი შტაბს-კაპიტანი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგის, სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით ამავე სკოლაში გაიმართა საშობაო საღამო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ტიტე ტაბიძე დანიშნა თავის რწმუნებულად ქალთა N2 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ სოღორაშვილი ერობათა კავშირის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე სტურუა ერობათა კავშირის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ცეკვაშვილი ერობათა კავშირის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ახალაძე ერობათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ჭიჭინაძე ერობათა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლამდე მარიამ ივანეს ასული დემურია ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და მისი რედაქტორი იყო.

